ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41847

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ რაფიელ ერისთავი წერილი „უფალო რედაქტორო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ ნიკოლოზ ერისთავის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის წერილი დაიბეჭდა.

1929

ტიპი: ავტორობა

მოსე ჯანაშვილის მიერ 1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფიას“ 530 შენიშვნა დაურთეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლიდან ქუთაისში გამოვიდა გაზეთი „სამშობლო“, რომლის რედაქტორი იყო იაკობ ცინცაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 აპრილს ავლაბრის თეატრ „პალასში“ ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს აკაკი წერეთლის 5-მოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

აკაკი წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდის გამმართველი კომიტეტის თხოვნით 1915 წლის მარტში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ მარტს ქუთაისის ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა დავით კლდიაშვილის პიესა „უბედურება“, კოტე ანდრონიკაშვილის „სიზმარი კოშკში“ და აკაკი წერეთლის კომედია „ბუტიაობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანი „მოლიპულ გზაზე“ ვახტანგ ვაჩნაძემ პიესად გადააკეთა და რეჟისორ მიხეილ ქორელს გადასცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში იყიდებოდა გიორგი თუმანიშვილის წიგნი „Характеристика и воспоминанйя“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას მარცხენა თვალზე მხედველობა დააკლდა და თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის პორტრეტი, რომლის ავტორი იყო შალვა ქიქოძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით სართიჭალაში საფოსტო განყოფილება დაარსდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი 22 თებერვალს ხაშურის თეატრში გამართულ წარმოდგენებზე „კრეჩინსკის ქორწინება“ და „ვაი ყობოს“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა საგარეჯოში სამკითხველო გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აპრილს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის მომღერალ-მგალობელთა ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე ქართული სექციის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი, ალექსანდრე სოლოღაშვილი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, კონსტანტინე ხახანაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა თედო დავითის ძე ჟორდანიას სტატია „ძველებური ჩაცმულობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია „ქართველი ექიმები“.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.