ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 ოქტომბერს იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჟორდანია გაათავისუფლეს თანამდებობიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა მ. იშხნელის სტატია „სამხედრო სკოლის პირველი ნაყოფი“.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს განათლების სამინისტროს დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ ალექსანდრე წერეთელს, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ უფროსი ქალი თამარ ჯავახიშვილი დროებით ქალთა ინსტიტუტის გამგედ დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი, ყოფილი კლასის დამრიგებელი, დაეშვათ. ხელს აწერენ დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში ეწერა, რომ ის არ იყო დაოჯახებული. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი არასდროს ყოფილა ომში, სასჯელიც არასდროს მიუსჯიათ და დროებით თავისუფალიც არ ყოფილა. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე სენაკის სამაზრო ერობის განკარგულებით ონტოფოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 ნოემბერს სახალხო სკოლების დირექტორმა ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ის სოფელ ჯუმითის (ზუგდიდის მაზრა) ორკლასიან სასწავლებელში მსახურებდა. სენაკის სამაზრო ეპარქიალურმა საბჭომ ის სოფელ ონტოფოს ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას დამთავრებული აქვს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის რვა კლასი. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი არის 25 წლის, მართლმადიდებელი, გ. მ. ა. ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. ჯამაგირს იღებს: გამგის 341 და 66 კ. ბინის ქირა 125 მ., 13 გაკ. 303 მან და 33 კ., რვეულების გასწორება 46 მან. და 66 კაპ. ხუთწლიანი დამატება 41 მან. და 66 კ. საქმის წარმოების 150 მან. სულ: 1008 მან და 21 კაპ. 1920 წლის 14 მაისს, ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „ჩვენ გავიმარჯვებთ!“

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ოზურგეთის რაზმის უფროსად გურიის სამხედრო შტაბმა კაპიტანი ივ. ცომაია დანიშნა. შემოქმედის ნაწილმა თავის ხელმძღვანელად აირჩია კაპიტანი ევსევი ბარამიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან პეტრე გნოინსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა სამინისტროს სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინათ პეტრე გნოინსკის ნამსახურეობითი სია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთვარგამგეს მისწერა, რომ ნატალია ბარანნიკის საბუთები იყო პეტროგრადში, სადაც ის 1915 წელს ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პეტრე გნოინსკს არ ჰქონდა უცხო ენების სწავლების უფლება, თუმცა ზედმიწევნით იცოდა ფრანგული და გერმანული ენები და ასწავლიდა კიდეც პეტროგრადის ვაჟთა გიმნაზიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 წლებში ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ ნება დაერთოთ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი იყო. მათ სურდათ რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მოეწვიათ ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.), ხოლო ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).