რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ პირველად დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, 6 წლის შემდეგ წავიდა მოსკოვში უმაღლესი სწავლის მისაღებად და ამიტომ შევიდა კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. დაამთვრა ეს ფაკულტეტი და რადგანაც მას მოსკოვის ქალების გიმნაზიაში და ქალების კომერციულ სასწავლებელში ჰქონდა გაკვეთილები, ამიტომ მოინდომა მეორე განყოფილება, იგივე ბანკების, კომერციულ ინსტიტუტში დაემთავრებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ 1918 წლის მაისში დაბალი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა, რამაც მატერიალურად უკან დახია. გიმნაზიაში უმაღლესდამთავრებულები მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე საშუალო განათლებამიღებულნი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ დავით ანანიაშვილს კერძო სასწავლებელში ნამსახური წლები შეიძლებოდა პენსიის მისაღებად ჩათვლოდა. ამისათვის საჭირო იყო პენსიის ფონდისთვის სათანადო პროცენტებით შეეტანა ანაზღაურება, რომელსაც წინა სამსახურში იღებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 იანვარს დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგეს მისწერეს, რომ მთავარგამგის მოსახსენებლად სამინისტროში უნდა წარედგინა დაწვრილებითი აღწერა დავით ანანიაშვილის სამასწავლებლო მოღვაწეობის შესახებ ნამსახურეობითი სიის წარდგენით, რადგან მის მიერ წარდგენილი წინა ნამსახურეობითი სია არ იყო დამაკმაყოფილებელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალო განათლების სამინისტრომ ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს პასუხად მისი თხოვნისა გაუგზავნა წერილი, რომ მიხეილ გორგაძის საბუთებში არ ჩანდა ჰქონდა თუ არა მას სპეციალობად შესწავლილი ხატვა, მარტო რეალური სასწავლებლის დამთავრება კი ამისთვის საკმარისი არ იყო. ვინაიდან ამ საგნის სხვა მასწავლებელი არ ჰყავდათ, შესაძლებლად მიაჩნდათ მისი დროებით ამ თანამდებობაზე დანიშვნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 თებერვალს ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა მიხეილ გორგაძის თხოვნა და დროებით აირჩიეს ხატვა-ხაზვის მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრო ოზურგეთის ქალაქისთავს სთხოვდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები და ივანე გველესიანისთვის ბინის საკითხი მოეგვარებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ოზურგეთის სამაზრო ერობას, რომლის მიხედვითაც აცნობა ივანე გველესიანის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნა და სთხოვდა საბარგო ავტომობილით დახვედროდნენ სადგურზე. ჩამოსვლის დროს კი თავად გველესიანი აცნობებდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 ოქტომბრიდან ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.
1920
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სახაზინო რკინის გზათა მოძრაობის უფროსმა სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ივანე გველესიანი 1920 წლის 17 ოქტომბრიდან დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად და დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. სახალხო განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ ივანე გველესიანისთვის დაეთმოთ დაწესებულ ფასად ვაგონი, რომელიც მიებმებოდა საქონლის მატარებელს.
1918
ტიპი: ღონისძიება
ივანე გველესიანმა მიიღო შეტყობინება, რომ უნდა დაეცალა ბინა, რომელიც მდებარეობდა მეხუთე ქალთა საეპარქიო გიმნაზიის შენობაში. ხელს აწერდნენ: სერგი დანელია და ნიკოლოზ აბესაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა, რომ აღეძრათ შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მისცემოდა ივლისის თვის ჯამაგირი გიმნაზიის სპეციალური თანხიდან. თხოვნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას ავად ჰყავდა მეუღლე — ქარებით და ნერვების აშლით და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ივანე გველესიანისთვის დახმარების სახით გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გამოეწერათ 500 მანეთი ცოლის საექიმოდ გაწეული ხარჯების დასაფარად.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორმა ილარიონ ლორთქიფანიძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს გაუგზავნა სამეურნეო კომიტეტის 1919 წლის 17 მარტის სხდომის ოქმიდან ამონაწერი, ითხოვდა ხსენებული დადგენილების დამტკიცებას და ნებართვას ივანე გველესიანისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით გამოეწერათ 500 მანეთი ცოლის საექიმოდ გაწეული ხარჯების დასაფარად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მარტს თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ ივანე გველესიანის ქონებრივად გაჭირვებული მდგომარეობის გამო სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 500 მანეთის გამოწერის შესახებ მისი ცოლის საექიმოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს აცნობეს, რომ 20 ნოემბრიდან სოღოლაშენში მასწავლებლის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად შეიძლებოდა თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი დაენიშნათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თამარ ამირეჯიბს აცნობეს, რომ საღოლაშენის სკოლაში მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ მისწერეს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს. მისი მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით დანიშვნა 20 ნოემბრიდან შეიძლებოდა. მასწავლებლის წოდების მიღების შემდეგ კი თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ.