რეგისტრირებული ფაქტები41576
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იტალიის სამხედრო მისიის ხელმძღვანელმა ამიერკავკასიაში პოლკოვნიკმა მელქიორე გაბბამ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს 27 ნოემბერს გამართული სადილისთვის მადლობის წერილი მისწერა. აღნიშნვდა, რომ მისთვის სასიხარულო იყო ამიერკავკასიის ერთა მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების დადება, რის შესახებაც იტალიის მთავრობას აცნობებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ნოემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული დეპეშით სენაკის სამაზრო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობა მთავრობასა და მის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიესალმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სასამართლო პალატის წევრმა მიხეილ ორჯონიკიძემ იუსტიციის მინისტრს 24 ნოემბერს ხაშურში 5 მილიციელის პასუხისგებაში მიცემის ამბავს შეატყობინა. მათ ბრალად ყაჩაღებისთვის იარაღის გაცვლა ედებოდათ. ორ მათგანს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, ორს – 15 წლით პატიმრობა, ერთს კი – კატორღა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი სასტუმრო „ორიენტში“ შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაარსებული საგანგებო კომისიის მუშაობაში. კომისიის მიზანი რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინების ლექსიკონის შედგენა იყო. ივანე ჯავახიშვილს უნდა გაეკეთებინა ლექსიკონის უკანასკნელი კორექტურაც.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ელი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში პოლკოვნიკ რეისთან გამართულ სადილს ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ხატისოვი, ნასიბ უსუბეკოვი, დავით ღამბაშიძე და გ. ევანგელოვი დაესწრნენ. სტუმრებმა სადილის შემდეგ ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს. შესრულდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ამერიკის ჰიმნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისო კომისიის ბოლო სხდომაზე საზღვარგარეთ გასაგზავნი სტუდენტების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. სულ 75 სტუდენტი უნდა გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერშ მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მეტეხის ციხის სტამბის დახურვის შესახებ. გადაწყდა, სტამბა დაეხურათ, ხოლო მისი მოსამსახურეებისთვის, როგორც კანონით იყო გათვალისწინებული, სალიკვიდაციო თანხა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის შენობაში გაიხსნა ფრანგული უმაღლესი საუნივერსიტეტო კურსები. გახსნას დაესწრნენ: გრაფი დე ნონანკური, ევგენი გეგეჭკორი, განათლების მინისტრის წარმომადგენელი სერგო დანელია, საფრანგეთის მისიის წევრი გიუგი, ვაცლავ ოსტროვსკი, ილია ოდიშელიძე, ანტონ დელფუშე, ბენია ჩხიკვიშვილი და გიორგი გვაზავა.
1919
ტიპი: თანამდებობა
გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გერონტი ქიქოძემ ვაკეში სტადიონის მოწყობასთან დაკავშირებით დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში დაწვრილებითი მოხსენება გააკეთა. სტადიონამდე ტრამვაის ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა იგეგმებოდა, მთის კალთებზე დაირგვებოდა ხეები. სტადიონი 100X200 კვადრატული საჟენი(სიგრძის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრიდა 152-176სმ.) იქნებოდა. ვინაიდან ქვის ამფითეატრი ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ იგი უბრალოდ მთის კალთების შესაფერისად გადათხრით გაიმართებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განხილეს ანარქიასა და სხვა ანტისახელმწიფოებრივ უწესრიგობასთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებაში 10 მილიონი მანეთის გადადების საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვასილ ბარნოვის 30-წლიანი მოღვაწეობა ქართულმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა სახელმწიფო თეატრში, სადაც იუბილარი დავით კლდიაშვილთან ერთად მივიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკასა და ინგლისელების მიერ დროებით დაპყრობილ ბათუმის ოლქს შორის ფოსტა-ტელეგრაფის აღსადგენად დადებული ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძის, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის, დ. მგელაძისა და კაპიტან გოუტის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ფრანჩესკო ნიტის საქართველოს ინტერესების დაცვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა და საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სთხოვა.