რეგისტრირებული ფაქტები44744
ფილტრი:
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: სტატუსი
1913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ ერთხმად აირჩია: გამგეობის თავმჯდომარედ – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი; გამგეობის წევრებად – პროვიზორი სოლომონ გრიგოლოს ძე კურცხალია, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი; კანდიდატებად – მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი.
1914
ტიპი: სტატუსი
1914 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საგანგებო საერთო კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრთა – დიმიტრი გონაშვილისა და მიხეილ მატიაშვილის – სიტყვიერი განცხადება გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ: რადგან ოჯახური გარემოებების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სხდომებზე სისტემატურ დასწრებას, კრებამ დააკმაყოფილა ორივეს თხოვნა და გამგეობის ახალ წევრებად ერთხმად აირჩია: ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი (ოქმს ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილ).
1914
ტიპი: სტატუსი
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 64 წევრს შორის ირიცხებოდნენ: გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, პართენ თომას ძე გონაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ათანასე ბებურიშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, მიხეილ ზედელაშვილი, მიტო ალექსანდრეს ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი, მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი, მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, ალექსანდრე ჯავშანაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იოსებ დავითის ძე ქადაგიძე, მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ხირსის მონასტრის იღუმენი დიმიტრი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, მღვდელი არჩილ ალადაშვილი, გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი, რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი, ოლღა ჩიკვაიძე (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი).
1915
ტიპი: სტატუსი
1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.
1915
ტიპი: სტატუსი
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში 41 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის: მღვდელი დავით ნაცვლიშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, მინა მალაქიას ძე მარუაშვილი, ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია (ხაზინადარი), ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ილია იოსების ძე მენთეშაშვილი, თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი.
1915
ტიპი: სტატუსი
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 41 წევრს შორის ირიცხებოდნენ შემდეგი პირები: ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი, მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი, გრიგოლ ნასყიდას ძე ბერძნიშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, იღუმენი დიმიტრი, იოსებ ტატოს ძე ქადაგიძე, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე მჭედლიშვილი, მღვდელი ილია შანშიაშვილი, შაქრო გლახას ძე სალარიძე, გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, მღვდელი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი, გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, სტეფანე დავითის ძე ალადაშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ნიკო მელექსიშვილი.