ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40102

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ვასო ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გედევან გედევანოვი, ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვი და სხვ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომელმაც 14 მარტიდან ქართულ თეატრში წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის გასტროლიორი წევრები იყვნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ნინო ჩხეიძე და კონსტანტინე ყიფიანი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ტასო ვასილის ასული აბაშიძე, ნ. გამყრელიძე, ალექსანდრა მიხეილის ასული კარგარეთელი, ნინო კოლხიდელი, ბ. ნებიერიძე და სხვ.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობის წევრობაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე კონსტანტინე მაყაშვილი სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრები იყვნენ.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები – ილია კარგარეთელი, კაზიმირ ცხომელიძე, ვასილ კარბელაშვილი, ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი და ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს: იაკობ გოგებაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი და იოსებ ივანეს ძე რატილი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე და მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის მარტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა უნდა მოეწვია. კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ დიასამიძე, სოფრომ ტარუაშვილი, შალვა დადიანი, ალექსანდრე წუწუნავა და სხვ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები – პავლე ფრანგიშვილი და გრიგოლ ანაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრობის კანდიდატები – ლადო პავლეს ძე სუხიშვილი და ისაკ ძნელაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრები – ვასო ივანეს ძე თევდორაშვილი, გიორგი სუხიშვილი, გიორგი ფარადაშვილი და გიორგი მიროტაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 15 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პახვალა როსტომის ძე ლიფონავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს „ივერიის“ რედაქციის მუდმივი წევრები იყვნენ: გიგო ყიფშიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ბახტაძე, სოფრომ მგალობლიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ ბარათაშვილი, შალვა მიქელაძე, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მესხიშვილი, არჩილ ავალიშვილი და დიმიტრი დუმბაძე იყვნენ ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.