ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ გამართა 7 სხდომა და განიხილა 36 საკითხი. სხდომებს სხვადასხვა სიხშირით ესწრებოდნენ: გამგეობის თავმჯდომარე - გიორგი ზდანოვიჩი (3), თავმჯდომარის ამხანაგი - იოსებ ოცხელი (5), გამგეობის წევრები - იაკობ ფანცხავა (5), სილოვან ხუნდაძე (7), სამსონ ყიფიანი (6), მოლარე ბართლომე მოსეშვილი (4), მდივანი იაზონ ბაქრაძე (7), წევრობის კანდიდატი ისიდორე კვიცარიძე (6).

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე – ბართლომე მოსეშვილი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე.

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.

ტიპი: ღონისძიება

ხელოსანი ტ. ლებედა ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის გაკეთებაში ინჟინერ პეტრე მამრაძისგან მიიღო 50 მანეთი და არავითარი პრეტენზია არა აქვს მასთან.

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუზეუმო ნივთების შესასწავლად ცალკე სექციის ნებართვა იყო საჭირო. სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუშაო დღეებში წიგნსაცავი ღია იყო დილის ცხრა საათიდან შუადღის სამ საათამდე, ხოლო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი კერძო დაწესებულება იყო, სადაც შესვლა და მუშაობა მხოლოდ გამგის ნებართვით შეიძლებოდა.

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ თუ ქერჩში ჩასვლას კვლავ დააპირებდა, მისთვის წინასწარ ეცნობებინა. უორდროპმა წერეთელს თავისი მისამართი გაუგზავნა: ქერჩი, ბრიტანეთის საკონსულო.

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა და მისმა ძმამ აკაკი წერეთელს მოუბოდიშეს, რომ ქერჩში ყოფნის დროს მისი ნახვა იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ინგლისში იყვნენ.

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ „კრებული“ მიიღო და სთხოვა, მე-11 წიგნი მისთვის ხელახლა გაეგზავნა.

0917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ბაბილო მარგიანისა, თამარ კურტანიძისა, ძიკნია მდივნისა და სხვ.

1793

ტიპი: ღონისძიება

1793 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს ტოლაში მცხოვრები შიშინაშვილები შესწირეს.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წელს პოდპოლკოვნიკმა ფრიდონ გიორგის ძე სიმონოვიჩმა ოსების წინააღმდეგ გაილაშქრა.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 23 მარტს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს მამული შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს გლეხი შესწირეს.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.

1807

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს დასაწყისში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობდა, გვერდით მაგიდასთან ნაცნობი სოციალ-დემოკრატები ცხარედ მსჯელობდნენ. ზაქარიამ ჯერ რაღაც კრიტიკული თქვა სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალია. სოციალ-დემოკრატები გაღიზიანდნენ, ჭიჭინაძე სასტიკად სცემეს და ქუჩაში გააგდეს. სახლში მედუქნეს მიჰყავდა, რომელმაც უთხრა, რამ დაგაწყებინა სოციალ-დემოკრატებთან ილიას ქება, იმიტომ იყვნენ შეკრებილები, მის მოკვლაზე ბჭობდნენო.

1810

ტიპი: ღონისძიება

1810 წელს შოშიტა ჩაჩანიძემ სხვავის მონასტერს ნ. საგანელიძე და ხიმშის მამული შესწირა.

1812

ტიპი: ღონისძიება

1812 წლის 8 იანვარს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს თავისი ყმის სახლ-კარი და მამული შესწირა.

1814

ტიპი: ღონისძიება

1814 წლის 4 აპრილს ტატუა ჩიკვაიძემ სხვავის მონასტერს შესწირა ოთხი კასრი ღვინო და სამი კოდი პური, სამაგიეროდ ყოველ დიდმარხვის მეორე კვირას ერთ მღვდელმონაზონს მისთვის კერძო ჟამისწირვა უნდა გადაეხადა.

1817

ტიპი: ღონისძიება

1817 წლის 24 ოქტომბერს ბახუტა ბაქრაძემ სხვავის მონასტერს შესწირა სხვავის მცხოვრებლები, ყმები დავითიკი, ივანიკა და შაქარა ქურციკიძეები.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.