ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის რეპრესიების დროს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი დააპატიმრეს.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს საქართველოს მწერალთა კავშირში შესვლამდე ივანე მაჭავარიანი არც ერთ ლიტერატურულ ორგანიზაციაში არ ირიცხებოდა.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არ მსახურობდა არმიებში.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არ მსახურობდა არმიებსა თუ რაზმებში, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არ ყოფილა საზღვარგარეთ.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მისი ნათესავები არ ცხობრობდნენ საზღავრგარეთ.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მას არასდროს მიუღია მთავრობის ჯილდოები.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები გამოუცია მესტამბე გრიგოლ ჩარკვიანს.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მის ნაწერთა პირველი კრებული ქართველ ქალთა ჯგუფის დიდი ძალისხმევით გამოცემულა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, პეტერბურგში საექიმო კურსებზე სწავლას ეკატერინეს დაოჯახებამ შეუშალა ხელი.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დაოჯახებამ იგი მთელი ოცი წლით მოწყვიტა სწავლას.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ფავრის პანსიონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ იუშკოვს აღუნიშნავს ეკატერინეს მწერლური ნიჭი და მისთვის ურჩევია თვითგანათლება, ცხოვრებაზე დაკვირვება და თანამედროვე ლიტერატურის კითხვა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამის რევაზ თარხნიშვილს დიდი გავლენა ჰქონია შვილების აღზრდაზე.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ ეკატერინე გაბაშვილის საუკეთესო მოთხრობები გამოსცა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს თედო სახოკიამ დაწყებული გამოკვლევა „ხატოვანი (ფიგურალური) თქმანი“ მოგვიანებით დაასრულა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩააბარა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს თედო სახოკიამ დაიწყო თავისი „ხატოვან (ფიგურალურ) თქმათა“ მასალების დალაგება.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ხევსურეთის აჯანყების საქმეში შალვა ქარუმიძის კვალს ეძებდნენ.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 23 ივნისს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ამორალური ქმედებების გამო აბელ ენუქიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი მიხეილ ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და ფილიპე მახარაძე.