ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედიის „გამარჯვებულებს არა სჯიან“ წარმოდგენა იყო დაგეგმილი. პიესა ქართულად ანა მესხმა თარგმნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, გედევან გედევანოვი და კოტე შათირიშვილი მონაწილეობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ნიკო გვარაძეს თავის ბენეფიზე უნდა დაედგა ახალი პიესა „ბედის ტრიალი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატულ საზოგადოების თეატრში გამართულ წარმოდგენაში „მეთევზე“ იუზა ზარდალიშვილმა მეთევზის როლი შეასრულა, ა. პავლიაშვილმა – ექიმისა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, შალვა ქიქოძემ, ლადო გუდიაშვილმა და გრიგოლ მესხმა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებების დასურათება დაიწყეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად მარგარიტა მიხეილის ასულ ქილარჯიშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 ივნისს ოზურგეთის თეატრმა აკაკი წერეთლის პიესა „ადვოკატის დილა“ წარმოადგინა, რომელშიც ნიკოლოზ მამულაიშვილი და მოყვარული მსახიობი უხოვი მონაწილეობდნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, გერასიმე კალანდარიშვილმა, დიმიტრი ჯანაშვილმა და სტეფანე ძიმისტარაშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ხუთ-ხუთი მანეთი გაიღეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს მასწავლებელ პარმენ ჭანიშვილს ხიდისთავში ადგილობრივმა კოლეგებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე ჟურნალ-გაზეთებთან ა. შუბნელის სახელით თანამშრომლობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრეა“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე საკვირაო სკოლებისა და სახალხო წარმოდგენების მოწყობის ერთ-ერთი მოთავე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ თანაამოაზრეებთან ერთად სოფ. აკეთში პირველი სახალხო სამკითხველო დააარსა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 იანვარს დუტუ მეგრელმა ქართული კულტურის საზოგადოების თაოსნობით საჯაროდ წაიკითხა თავისი ახალი 3-მოქმედებიანი პოემა „პრომეთეი“ .

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით გურიაში სკოლები და სამკითხველოები გაიხსნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს, 12 საათზე სასახლეში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მიიღებდა მილოცვებს უცხოელი წარმომადგენლებისგან საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გურიის სკოლები არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით ორკლასიანებად გადააკეთეს.