რეგისტრირებული ფაქტები47454
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროში ყოფნის დროს ევგენი გეგეჭკორის მიზანი დაქირავებული მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, საგლეხო საკითხი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი სოციალ-დემოკრატი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი საქარხნო და სამრეწველო მუშების წარმომადგენელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლიხაურის მცხოვრებმა ნოე თოიძემ სოფლის სკოლის, ეკლესიისა და ხიდის მშენებლობისთვის თანხა გასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ვლადიმერ მიქელაძის ნაწარმოები „შიკრიკი“ ზესტაფონში მოსახლეობას უფასოდ დაურიგა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) სერგეი მესხის გარდაცვალების ამბავი დაიბეჭდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 319 წევრი ირიცხებოდა, აქედან 118 – დამფუძნებელი, 8 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 202, კანდიდატი – 28.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გამოაკლდნენ ეკატერინე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თამარა ჭავჭავაძე, ლევან მღებრიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობას გიორგი ქართველიშვილი იკავებდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ მიმდინარე საანგარიშო წელს 24 სხდომა გამართა. სხდომას ხუთჯერ თავმჯდომარეობდა ი.ბაგრატიონი, თერთმეტჯერ – ი.ჭავჭავაძე, ექვსჯერ – იაკობ გოგებაშვილი და ერთხელ გ. ქართველიშვილი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ზოგიერთ სოფელში შეჩერდა საზოგადოების სკოლების გახსნა, რადგან სახალხო სკოლების დირექცია სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან რუსული ენის სწავლების შემოღებას ითხოვდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ სოფელ პატარძეულში, ბერთუბანსა და სტეფანწმინდაში საზოგადოების სკოლების გახსნის დოკუმენტს გუბერნატორმა ხელი არ მოაწერა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოება ბათუმის სკოლის (გაიხსნა 1881 წლის 23 მარტს, ირიცხებოდა მხოლოდ 32 მოსწავლე ) დახურვას ფიქრობდა. უმრავლესობის მხარდაჭერით სკოლა არ დაიხურა და მეორე სკოლის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების ბათუმის სკოლაში მოიმატა მოსწავლეთა რაოდენობამ. 66 მოსწავლიდან 27 მუსლიმი იყო. სკოლაში მასწავლებლობდა მოსე ივანეს ძე ნათაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ ბათუმში ჩასულ სერგეი მესხს ადგილობრივი მუსლიმები სკოლისთვის შენობის სათხოვნელად (ოსმალთა მფლობელობის დროს არსებული სკოლის შენობა წინა გუბერნატორმა ჩამოართვათ) გუბერნატორ ბ. სმეკალოვთან მიჰყვნენ.