რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ სენაკისა და ყვარლის განყოფილებათა დათვალიერების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, ხოლო გ. ბურჭულაძეს გადასცეს სამგზავრო თანხა 10 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს ნავთლუღის ქართული სკოლის ყოფილმა პედაგოგებმა: შაქრიშვილმა და დარბაისელმა, რომ მიეცათ მათთვის 18 მანეთი, რომელიც სკოლაში მუშაობის დროს უნდა მიეღოთ და არ მიუღიათ, რასაც ადასტურებენ სკოლის მაშინდელი მზრუნველები: კესო კაპანაძე და ნ. ნაკაშიძე. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა გააკეთე ახალი განცხადება, რომ გადაწყვიტა გამოსცეს ილიას თხზულებების ერთი ტომი ორის ნაცვლად, რომელშიც ყველა ის მასალა იქნება შეტანილი, რაც მეორე ტომისთვის იყო განკუთვნილი. ასევე 100 ეგზემპლარში საზოგადოებისგან ითხოვს 560 მანეთს, რომელიც ასე გადანაწილდება: 160 მანეთი გადაეცემა ხელისმოწერის დროს 200 მანეთი სექტემბერში და 200 მანეთიც იმავე წლის ნოემბერში. თან საზოგადოებას სთავაზობს, რომ ისარგებლონ უფასოდ მისთვის აწყობილი შრიფტით ილიას თხზულებების ჩვეულებრივი გამოცემისთვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა მისგან წიგნების შეძენის თაობაზე. გამგეობამ ძალაში დატოვა წინანდელი დადგენილება, რომ სიაში აღნიშნული წიგნების საფასურად მისთვის გადაეცათ 3 თუმანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ კარბელაშვილმა, რომ მოსაწესრიგებლად სახლში გაეტანებინათ ხელნაწერი. გამგეობამ მას სურვილისთვის მადლობა გამოუცხადა და ასევე განუმარტა, რომ ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში უნდა გადაეტანათ ახალ შენობაში, სადაც არსებულ ყველა ხელნაწერს მოაწესრიგებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს სალომე სვიმონის ასულმა ჯანდიერმა, მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძემ და დესპინე გრიგოლის ასულმა გელოვანმა, რომ ფულის სესხის სახით დახმარებოდნენ სოხუმში ქართული სკოლის აშენებაში. მათ თხოვნასთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდათ სოხუმის გამგეობისგან ქაღალდი, რომ უფლება ჰქონდათ მსგავსი შუამდგომლობით მიემართათ გამგეობისთვის. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, ამიტომ გადაწყვიტეს, ეს საკითხი განეხილათ საზოგადო კრებაზე, რომელზეც აუცილებელი იყო სოხუმის გამგეობას წარმოედგინა საქმესთან დაკავშირებული საჭირო მასალები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, დავით კარიჭაშვილი და სერგი გორგაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 600 მან., ბეგლარ ფიღინოვს — 2.73 მან., მიხეილ ნემსაძეს — 0.91 მან., დიმიტრი არაყიშვილს — 18.80 მან., თებერვლის სტიპენდია ანნა ხახუტაშვილს — 25 მან., ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ ჯარიაშვილს — 25 მან., ზალდასტანიშვილს — 4.80 მან., ასევე თებერვლის ხელფასი გაუგზავნეს საგურამოსა და გერგეთის სკოლის მასწავლებლებს, ფულადი დახმარება აღმოუჩინეს ვერის, ავჭალისა და ნაძალადევის ბიბლიოთეკებს და გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც ჯამში შეადგინა 1259.82 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ ჩამოაყალიბა სამუზეუმო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნიკო ელიავა, სიმონ კლდიაშვილი, დავით ჯორჯაძე, იპოლიტე ვართაგავა და ვახტანგ მუსხელიშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად დაასახელეს: ვახტანგ ღამბაშიძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, ნიკოლოზ ჭიჭინაძე და დავით დავითაშვილი. სამუზეუმო კომისიას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. საბოლოოდ სამუზეუმო კომისიის რჩევით გამგეობამ ვერაზე შეიძინა ადგილი „ფიქრის გორად“ წოდებული, რომლის ღირებულება იყო 60000 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1898 წელს საზოგადოებამ ჩაიბარა განსვენებული ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები, რის გამოც წიგნსაცავი ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.
1912
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა 1894 და 1895 წლის ანგარიში სამუზეუმო ადგილის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ გამგეობის წიგნსაცავისთვის განკუთვნილი ადგილი არ იყო საკმარისი წიგნების შესანახად და აუცილებლობას წარმოადგენდა შედარებით დიდი ფართის ყიდვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ სურების სამკითხველოს გამგეობამ დახმარება ითხოვა. გამგეობამ სამკითხველოს გურიის ბიბლიოთეკებისთვის არსებული თანხიდან 15 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1912 წლის სამოქმედო გეგმა საერთო სასწავლო ეროვნული გეგმის და პროგრამის შემუშავების მიზნით მასწავლებელთა გაერთიანებული შეკრებების მოწვევას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გაბრიელ სვიმონის ძე ბურჭულაძე აწერდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. გამგეობის ხაზინადარმა ანდრია პატარაიამ მოახსენა დამსწრეთ იმ წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც დამტკიცებულ იქნა კრების მიერ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილებამ თბილისის ბიუროს წარმომადგენელ გორდელაძეს წინასწარ გადაუხადა 20 მან. ჟურნალ-გაზეთებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივ. პაატაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 მარტს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესარიონ ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ოქმის მიხედვით 1911 წლის 15 სექტემბერს თელავში დაწყებითი სკოლა გახსნილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის 15 სექტემბერს ქ. თელავში გახსნილი სკოლის წლიური შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მოწაფეთაგან აღებული სწავლის გადასახადი 84 მანეთს შეადგენდა. სკოლის სასარგებლოდ გამართული საღამოდან 271 მან. 46 კაპ. შემოვიდა, ხოლო შემოწირულობებიდან მიიღეს 100 მან. სულ სკოლის 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 455 მანეთსა და 46 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს 90 წევრის საწევრო გადასახადი 270 მანეთს შეადგენდა, გასართობ საღამოებიდან შემოვიდა 210 მანეთი, შემოწირულობებიდან მიიღეს 14 მან. 20 კაპ. სულ განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 494 მანეთსა და 20 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავში გახსნილი დაწყებითი სკოლის წლიური გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლებისთვის ჯამაგირის სახით გაცემული თანხა პირველი სექტემბრიდან პირველ იანვრამდე შეადგენდა 133 მანეთსა და 33 კაპიკს, მოსამსახურეების ჯამაგირი – 14 მანეთს, სახლის ქირაობა 80 მან. დაჯდა, კარადის, წყლის კასრის, მაგიდის შეძენა და სკამების შეკეთება – 26 მან. 25 კაპ., წვრილ ხარჯებზე (შეშის დახერხვა, დეპეშები, წერილები და სხვა) 14 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ სკოლის 1911 წლის გასავალი შეადგენდა 268 მანეთსა და 30 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე, ზაქარია გაბრიელის ძე ბრეგვაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და ელენე სპირიდონის ასული რუსიშვილისა.