ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახალხო მეურნეობის სტამბის თხოვნა, რომ მიეცათ სტამბაში დაბეჭდილი „დედა ენის“ I ნაწილი 66 ცალი სხვადასხვა დაწესებულებებში დასარიგებლად, ხოლო 11 ცალი – მომუშავეებისთვის მისაცემად. სტამბას თხოვნა დაუკმაყოფილეს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად ერთდროული დახმარების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ განეახლებინათ შუამდგომლობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წინაშე სახალხო კომისარიატისაგან ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მთავრობას არ შეუწყნარებია მათი შუამდგომლობა ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საზოგადოება ძალიან რთულ, გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წიგნების მკინძავის ვასილი ყიფიანის თხოვნა მიეცათ ის თანხა, რაც ერგებოდა ერთი ფუთი სახვევი ქაღალდის ანგარიშით. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან დროებით ესარგებლა ხელნაწერებით კარაბადინის 3467 და 14 ნომრებით. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი–მღვიმელის თხოვნა, რომ ჰონორარის სახით მიეცათ თავისი საყმაწვილო წიგნები იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც იყო. სხდომის წევრებმა გადაწყვიტეს რვა წიგნი მიეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმი 21 მაისს, ოპერის თეატრში დასწრებოდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს და იუბილარისთვის მიერთმია საზოგადოების რჩეული გამოცემები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს მიმართვა, რომ 21 მაისს, ოპერის თეატრში მართავდნენ ცნობილი მწიგნობრის ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თხოვნა, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობით დასწრებოდნენ 21 მაისს ოპერის თეატრში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 20 აპრილის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორივე ნაწილის შემსწორებელი კომისიის წევრები: ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე, პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი, მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი და გამგეობიდან ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მოლარის მეუღლის ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიას თხოვნა, რომ გამგეობას ცოლის ავადმყოფობის გამო ავანსად მიეცა გასამრჯელო, რაც თვეში 600 000 მანეთს შეადგენდა. იგი თანხას ნაწილ–ნაწილ ყოველთვე დააბრუნებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიასთვის ავანსად მიეცათ ერთი თვის გასამრჯელო ყოველთვე ნაწილ–ნაწილ დაბრუნების პირობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის საკითხი და დაადგინეს, რომ კრება 19 მაისს გამართულიყო. დადგენილებას ხელი მოაწერეს ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება განათლების კომისარიატისაგან 698 000 730 მანეთის აღების შესახებ და დაადგინეს, რომ პრეზიდიუმს მიეღო ყველა ზომა ფულის მისაღებად და თუ საჭირო გახდებოდა ადვოკატი დაექირავებინა. დადგენილებას ხელი მოაწერა ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 20 აპრილის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ 1–ლი ლეგიონის პოლიტიკური განათლების სექციის სამკითხველოსა და სკოლისთვის მიეცათ ერთი მილიონი მანეთის წიგნები. დადგენილებას ხელი მოაწერა ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს 1–ლი ლეგიონის პოლიტიკური განათლების სექციის თხოვნა, რომ ლეგიონის სამკითხველოსა და სკოლისთვის დაეთმოთ სხვადასხვა სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები უფასოდ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 აპრილის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სეით ლუარსაბის ძე იაშვილისთვის თავისი წიგნების ანგარიშში ჰონორარი 2 მილიონი მანეთი მიეცათ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა ექნებოდა საზოგადოებას.