ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51824

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ავლაბრის ბიბლიოთეკის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ წიგნებით დახმარება. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი საქველმოქმედო საზოგადოების სკოლის ქართული ენის მასწავლებლისათვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: სკოლის პედაგოგ ევგენია ეგაძესთვის 1-ელი ნოემბრიდან 15 მანეთი დაენიშნათ და მოეთხოვათ გაკვეთილების განაწილების ცხრილი, რათა საზოგადოების წევრებს გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე იმსჯელეს, სურდა თუ არა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“ ჰქონოდა თავისი განყოფილება, სადაც დაბეჭდავდნენ საზოგადოების შესახებ ყველანაირ ცნობებს. გამგეობამ დაადგინა: 1913 წლის 1-ლი იანვრიდან ჟურნალ „განათლებაში“ თავისი განყოფილებისათვის გადაედოთ 20 თუმანი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 15 ნოემბერს საგუბერნიო სატუსაღოდან ნაფიცი ვექილის თანაშემწე გრიგოლ გიორგაძე უნდა გაეთავისუფლებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს პედაგოგი სტეფანე ძიმისტარაშვილი დაასაფლავეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე ძიმისტარაშვილი „კორტოხას“ ფსევდონიმით „დროებაში“ ლექსებსა და წერილებს აქვეყნებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ პიპინია მიქელაძემ დავით ფოცხვერაშვილის თხოვნით სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 და 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჯორჯიკიას სტატია „იაფეტური თეორია და მესხ-აფხაზთა ვინაობა“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „ნეტავი რასა გრძნობს?“.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ 1872 წელს ხონში ორკლასიანი სამინისტრო სკოლა დაარსდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 17 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ხონში ცხენისწყალი გაიყვანა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „შეკითხვები სამშობლოსადმი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვასილ წერეთელმა არისტო ქუთათელაძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 18 ნოემბერს ხონში არისტო ქუთათელაძის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქალაქის სამომხმარებლო საზოგადოების კრება იყო დანიშნული. გამგეობის სახელით იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა მოხსენება საზოგადოების 12 უპირატესობის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ერთგული მოხელეები“.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაიას სამტრედიაში ფართლეულის მაღაზია „აბაროტი“ ჰქონდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიამ „თავმოჭრილი დერვიში“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ხრესილის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები სამკითხველოს გამგეს, ცაცა დარახველიძეს მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ.