ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1918

ტიპი: თანამდებობა

გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია თბილისის II კომერციული სასწავლებლის კანონმცოდნეობის მასწავლებელი 1915 წლის თებერვლიდან იყო. მისი ხელფასი 220 მანეთს შეადგენდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 660 მანეთს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლეონიდ ალექსანდრეს ძე კოზლოვსკი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფიზიკის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 660 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

მარიამ გაბრიელის ასული ლიონიძე თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებელი 1914 წლის 17 სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა კერძო ხასიათის წერილი და მოიკითხა ქრისტინეს ოჯახის წევრები: ნუცა, ქეთევან, შალვა, ანიჩკა, თამარ და გიორგი შარაშიძეები, ნინო ქიქოძე, გოგი, ბიბი და ნიკოლოზ ქარცივაძეები.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან მისწერა, რომ წაიკითხა ქართული ჟურნალები: „მნათობი“ და „კავკასიონი“ და სთხოვა საყმაწვილო ჟურნალის გაგზავნა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა. (შურას ვარაუდით ქრტისტინეს მისი მანამდე მიწერილი წერილები არ მიუღია და ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ეს წერილიც დაკარგულიყო).

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 18 ოქტომბრის N124 ბრძანების თანახმად, 2 ოქტომბრის ბრძანების შესაცვლელად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე დაინიშნა ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორად 20 ოქტომბრიდან. დედნის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, ჩოხატაურის გიმნაზიის დირექტორი იაკობ თომას ძე ცინცაძე, თავისი თხოვნის საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.

1921

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1921 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, 1921 წლის 1-ელი იანვრიდან ალექსანდრე მათეს ძე ვაშაკიძე თბილისის რკინიგზის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან ვალერიანე კანდელაკი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა განათლების მინისტრი. მომხსენებელი იყო ტექნიკური და პროფესიული სკოლების მთავარგამგე ბ. თაქთაქიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მიწისმზომელთა სასწავლებლის გაეროვნების საკითხის შესახებ დაადგინეს: სასწავლებელი იმავე შენობაში და პირობებში დარჩეს, რომელშიც იმყოფება, მომავალი წლიდან გაეროვნდეს 1-ლი კლასი, შესასვლელი გამოცდები იყოს ქართულ ენაზე და 1-ლ კლასში ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდეს. სასწავლებელი თანდათანობით უნდა გაეროვნდეს; მთავარგამგეს დაევალოს შესაფერის მასწავლებელთა მოწვევაზე ზრუნვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მოისმინეს ებრაელთა საზოგადოების თხოვნა კერძო საშუალო ტექნიკუმის გახსნის თაობაზე. მათ ნება მიეცათ ქართლში გახსნან სასწავლებელი იმ პირობით, რომ იქ ქართული ენა ისწავლებოდეს. სკოლის გახსნის საკითხს მინისტრი მას შემდეგ გადაწყვეტდა, თუ აღნიშნული სასწავლებელი დაიმსახურებდა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღებას.