ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდელების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ეპისკოპოსი ლეონიდე ცოცხალი იყო, ბიბლიოთეკისთვის მისი სახელის მინიჭებას მთავრობის ნებართვა დასჭირდებოდა, ყოვლად უსაფუძვლო იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას გაუგზავნა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებული მიწერ-მოწერის ქაღალდები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ურჩია, აეხსნა გუბერნატორისთვის დაბა ზუგდიდში გასახსნელი ბიბლიოთეკისთვის ლეონიდეს სახელის მინიჭების მიზეზი. კერძოდ, ის რომ, ლეონიდემ შესწირა ბიბლიოთეკას 100 მანეთი. თუმცა, ბურჯანაძის აზრით, ზუგდიდელებს ეს საკითხი ლეონიდესთანაც უნდა შეეთანხმებინათ, თანახმა იყო თუ არა ის. ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკაში სავარაუდოდ უფრო მეტად სასულიერო შინაარსის წიგნები უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლებად შეეფერებოდა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს. მაშინ, ბურჯანაძის აზრით, აჯობებდა ბიბლიოთეკისთვის იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის ან ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭებინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „რკალები“ (რელიგია ზეკაცობისა).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეფემია მესხის მოგონება „პირველი გამოსვლა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატია „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 მაისს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი მთავარ გამგეობას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მიერ სკოლის გასახსნელად 1400 მანეთის შეგროვების შესახებ ატყობინებს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მაისს ქართულ თეატრში იროდიონ ევდოშვილის საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 15 მაისს კოტე მესხი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გლოვა“ (კოტე მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „ტბას რა ვკითხო...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „კიდევ“ (კ. მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობის საყურადღებოდ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კოტე მესხი“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხი კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის უკანასკნელი საზეიმო სიტყვა, წარმოთქმული კონსტანტინე ბალმონტის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მაღრაძის წერილი „დავეხმაროთ!“ (ვ. მატარაძის ავადმყოფობის გამო).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სამზადისი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრმა ჯაჯუ ჯორჯიკიამ.