ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52142

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ისიდორე სამსონის ძე ჯაშმა დაასრულა გიმნაზიის 5 კლასი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში სოფელში მიწაზე მუშაობდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 23 აგვისტოს დაკავებულ ისიდორე სამსონის ძე ჯაშს ჰყავდა: დედა, სოფიო – 50 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრები სოფელ ქვენობანში; ძმა, სერგო – 18 წლის, მოსწავლე; და, მარია – 14 წლის, მოსწავლე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი დააპატიმრეს სოფელ მატანში.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი 1897 წელს თბილისის გუბერნიის ახმეტის მაზრის სოფ. მატანში დაიბადა.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მატანში მასწავლებელი იყო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებულ არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილს ჰყავდა მეუღლე ეთერ ხოხობაშვილი, 25 წლის, დიასახლისი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია 1924 წლის 18 მარტს 28 წლის დააპატიმრეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია დაიბადა 1899 წელს სენაკის რაიონში. პროფესიით პედაგოგი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

სომეხ-ქართველთა კონფერენციაზე ნეიტრალური ზონის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებად დაინიშნენ: შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ მდივანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა სტატია ბრიტანეთის ჯარების ამიერკავკასიის დატოვების შესახებ გეგმის მიხედვით. იმავე ნომერში გენერალ-მაიორმა ჯორჯ ნორთონ კორმა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სახელზე მადლობის წერილი გამოაქვეყნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახალხო გვარდიის წარმომადგენელთა I ყრილობაზე გადაწყდა, რომ გვარდიელთა სამკერდე ნიშნის მხატვრისა და პროექტის ავტორ იაკობ ნიკოლაძისთვის 2000 მანეთი გადაეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია გადაწყდა. მათთვის, ვინც სამსახურში დარჩებოდა, ქართული ენის კურსები გაიხსნებოდა. პროგრამის შედგენა გამგეობის წევრ გიორგი კონიაშვილს დაევალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 აგვისტოს ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა.

1924

ტიპი: ავტორობა

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძის საქმეში მოიპოვება მისი ორი წერილი: ერთი მეგობრისადმი მიწერილი კონტრრევოლუციის შესახებ, ხოლო მეორე − მენშევიკებისადმი მიწერილი ჩეკადან.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 18 აგვისტოს დაკავებულ ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძეს ჰყავდა: მეუღლე – 26 წლის; შვილები: ვაჟი – 10 წლის; გოგოები – 6 და 7 წლის.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დაიბადა 1888 წელს ოზურგეთში.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე სოციალური წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მუშა.