ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 აგვისტოს თბილისელმა ვაჭარმა, სიმონ მატინიანცმა გამოაცხადა, რომ არშაკ ხეჩატუროვმა ძალა იხმარა ცამეტის წლის სერგო ნადირაძეზე, რომელიც შორაპნის მაზრაში ცხოვრობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს „ცნობის ფურცელზე“ ხელმოწერა რედაქციის გარდა ექვთიმე ხელაძის სტამბის კანტორაშიც შეიძლებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ნოებერში მოსე ჯანაშვილმა დაამთავრა ისტორიული ნაშრომი ქართული პალეოგრაფიის შესახებ, რომელიც VII-XVIII საუკუნეებს მოიცავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ განცხადების მიხედვით, ქართული თეატრის ამხანაგობის გამგეობა დამდეგი სეზონისთვის სცენისმოყვარეებს ძალების გამოსაცდელად იწვევდა. მსურველებს პავლე როსტომის ძე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მარტს გორის მაზრის უფროსი თანაშემწე გიორგი ლევანის ძე ჯანდიერი გაუძღვა დოესში სოფლის ყრილობას, რათა გამოეძიებინა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნიკოლოზ ციციშვილის სახლს. ჯანდიერი ყრილობის მსვლელობის დროს დამსწრეების გამოტეხას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე სალხინოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ევსევი ავალიანი სახლინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის მასწავლებლობიდან გაათავისუფლეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის აპრილში პიპინია მიქელაძე სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში ვენახის დარგვას დაესწრო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სალხინოს სკოლის მასწავლებლებმა ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა ქუთაისის სასულიერო საეპარქიო საბჭოს სკოლისთვის შემწეობა სთხოვეს. საბჭომ სკოლას ვაზისა და ხეხილის შესაძენად 50 მანეთი მისცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 24 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კოტე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, გედევან გედევანოვი, კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, კანდელაკი, ადამიძე, ივანე კარბელი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ საშუალებით ეკატერინე პეტრიაშვილისამ და ზაქარია ჩხიკვაძემ ნათესავებს დეკანოზ გროგოლ პეტრიაშვილის გარდაცვალება შეატყობინეს.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ გიორგი პარკაიძესა და არსენ მამულაიშვილს „ტიტულიარნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ არსენ მამულაიშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბაქრაძე მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი თვალავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას თუმანი შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგ ბაქრაძესა და ბათუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის პედაგოგ ნიკო ჯაყელს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ფ. გერატი და მ. კოგანი ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში მუშაობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ივანე ჩითავიშვილმა გამოსცა წიგნი „ეზოპეს არაკები“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 და 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჯორჯიკიას სტატია „იაფეტური თეორია და მესხ-აფხაზთა ვინაობა“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „ნეტავი რასა გრძნობს?“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ექიმი სამსონ თოფურია საკუთარ ამბულატორიაში ნერვულსა და შინაგან დაავადებებს მკურნალობდა.