ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50732

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიიდან ლექციის კითხვა უნდა გაეგრძელებინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ გველესიანმა ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას პავლე ივანეს ძე მოსიძემ 3. 1 მანეთი შესწირა, ი. ზ. მელიქიშვილმა, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძემ და ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანმა 3-3 მან შესწირეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ი. სლავოჩინსკი ქუთაისის გუბერნატორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ი. სლავოჩინსკიმ და ა. ა. მაკაროვმა 10-10 მანეთი შესწირეს, მ. გ. ფაღავამ და ლ. აბრამოვიჩმა – 5-5 მან., რ. ი. დუბინინმა – 4 მან.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ბ. ჭეიშვილი ნაფიცი ვექილის თანაშემწედ მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ე. ნ. გლუდოვი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ვ. მაქსიმოვი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ა. ოვაკჯანოვმა 1. 10 მანეთი შესწირა, ვ. ვ. მაქსიმოვმა – 7 აბაზი, ვ. ვოლსკიმ, ბ. ჭეიშვილმა და იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავამ მანეთ-მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ ზუბალაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ლ. სამარინი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ედმონდ ედმონდის ძე ფრიკი ინჟინერი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნესტორ კალანდარიშვილი და დომენტი ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს პავლე ივანეს ძე მოსიძე ქუთაისის მოურავის მოადგილე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ა. ა. მაკაროვი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელისო კალანდაძე და პოლიკარპე მაქსიმეს ძე თალაკვაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ვოლსკი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ნ. აბულაძე მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გაბრიელ იოსების ძე გოკიელი ექიმად მუშაობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 26 ოქტომბერს ქალაქის თვითმმართველობამ ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეს, მანდენოვისას სტიპენდია დაუნიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ესტატე Ჩხარტიშვილმა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, მოაწყო სასეირნო ბაღი „არმაზი“. უამინდობის დროს ბაღში ფარდულებს დგამდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პანტელეიმონ ტუსკია დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 აპრილს გამართულ ამიერკავკასიის დეპუტატთა კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია, ი. წერეთლის მოხსენება მოისმინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას გაბრიელ და პეტრე გოკიელებმა თითო მანეთი შესწირეს, დ. ო. ნიჟარაძემ, პ. გ. მიქელაძემ და ე. ე, ფრიკმა – 9-9 აბაზი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.