ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალ. ესტ. მოზდოკელი ხაშმის სამინისტრო ორკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში ჩასვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით კასრაძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის წერა დაიწყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იოსებ ჯორჯაძე საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოს გამგე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვის ქართველთა საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის დრამატული პოემა „მწირი სარდალი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გრიგოლ აბაკელიამ ქართულად თარგმნა პიესა „ქრისტიანობის განთიადზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა ლექსიკონი. წიგნში განმარტებული იყო ფრანგულიდან, ინგლისურიდან, ლათინურიდან და სხვ. ენებიდან ქართულში შემოსული 60 000-მდე სიტყვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნინო ყიფიანისამ ქართულად თარგმნა პიესა „ბიძია თომას ქოხი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალ „Русская иллюстрация“-ს №6-ში დაიბეჭდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის წერილი „საქართველოს ისტორიიდან“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ველისციხეში სოსო მაჭავარიანის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახ. ბიბლიოთეკის გასახსნელად 200 მანეთი შეაგროვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალის „Русская иллюстрация“ №6-ში დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპიძის წერილი „აკაკი წერეთელი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სალომე გურგენიძისამ ქართული გიმნაზიის ეკლესიას 200 თუმანი შესწირა.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვს თბილისში აფთიაქი ჰქონდა გახსნილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სანდრო შანშიაშვილი ყოველდღიურ გაზეთის, „საქართველოს“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ რცხილაძე ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სალომე ბეჟანის ასულ გურგენიძისამ ქართულ გიმნაზიას სხლითის მამულები შესწირა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე წმ. ანას მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა შრაპნელის ტყვიით, განკურნების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გაზეთ „თემის“ №206-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „გლოვა“, რომელიც აკაკი წერეთლის გარდაცვალებას მიეძღვნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ივანე ანდღულაძემ ხიდისთავის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით ჩხეიძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიაზე მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“ დაწერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ხაშურის თეატრის გამგეობამ კონსტანტინე ძნელაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა გომსა და მიმდებარე სოფლებში იაფფასიანი წარმოდგენები გაემართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მწერალი ალექსანდრე წერეთელი ჯარში გაიწვიეს.