რეგისტრირებული ფაქტები46026
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ვოინკოვა ოლღა ვლადიმერის ასული, რომელიც რუსულ ენასა და არითმეტიკას ასწავლიდა. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1920 წლის 1-ლი მარტიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 3000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ექიმი იყო გრიგოლია ალექსანდრე ლუკას ძე. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 3000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 12000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 12000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში თამარა ზახარის ასული ჩერქეზოვა მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 15000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში როსტოვცევა ნ. ა. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 8000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ოლღა ვოინკოვა მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 10000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ჩუისტოვი ი. ვ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 4000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ზემიანსკი ვ. რ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 2000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში რუხაძე ს. ნ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 6500 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში არგუტინსკაია ე. პ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 11000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ფილი ნ. ნ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 18000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში გედევანოვა მ. ვ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 18000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია სოხუმის პირველ გიმნაზიაში ექიმად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 3000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში ნინა ალექსის ასული როსტოვცევა სოხუმის პირველ გიმნაზიაში მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 12000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში მარია გედევანოვა მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 12000 მანეთი.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მათ მილიციის შედგენილი ოქმით, ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციის გაწევაში.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, იმერეთის სამღვდელოებამ დროებით მმართველობას მიმართა თხოვნით, რომ იმერეთიდან კათალიკოზის არჩევნებში მონაწილობის მისაღებად წავა სამასკაციანი დელეგაცია, რომელთათვისაც საჭიროა განსაკუთრებული მატარებელი. სამღვდელოების მმართველობა კომისარს სთხოვს რკინიგზის მმართველობის წინაშე შუამდგომლობას, რომ დელეგაციას დაეთმოს საგანგებო მატარებელი. გუბერნიის კომისარმა გრ. გიორგაძემ უკვე აცნობა რკინიგზის მმართველობას სამღვდელოებისათვის ცალკე მატარებლის დათმობის თაობაზე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, გაზეთ „კავკაზსკოე სლოვოს“ ატყობინებენ, რომ ნიკო ნიკოლაძე ტოვებს ქ. ფოთს. მანვე უარი განაცხადა ჭიათურის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე.