ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რამიშვილი სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის უფროსი განყოფილების მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კრინიცკი, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი და სხვ. სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გამოცდებს დაესწრნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე და სვიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გახსნაზე საპატიო სტუმრები იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე თომას ძე ტყეშელაშვილი იყო ექიმი ვენეროლოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი იყო ექიმი ოკულისტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი კონსტანტინე თომას ძე ტყეშელაშვილი იღებდა პაციენტებს კანის და ვენერიულ სნეულებათა განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი იღებდა პაციენტებს თვალის სნეულებათა განხრით.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით, დროებითი საგანგებო სასამართლოს წევრები იყვნენ: სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე, გ. ჩიჩუა, ილია გიორგის ძე ბადრიძე, დ. ტატიშვილი და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში არითმეტიკას წაიკითხავდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, ჰიგიენას – კონსტანტინე ლაზარეს ძე ტურიაშვილი, ასტრონომიას – არჩილ რაჟდენის ძე დეკანოზიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთებში, „Грузия“ და „Тифлисский Листок“ გამოქვეყნდა სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ იოსების ძე არდიშვილის ტელეფონოგრამა, რომელიც ეხებოდა გუბერნიის სასურსათო კომიტეტის ქონების სასურსათო საბჭოსთვის გადაცემას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში ლიტერატურის ისტორიას, პოლიტიკურ ეკონომიკასა და სამართალს წაიკითხავდა სერგო ჟორჟოლიანი, ზოგად ისტორიას – ელიოზ გიორგის ძე ხუციშვილი, ფიზიკას – აკაკი ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში სოციალიზმის ისტორიას წაიკითხავდა რაჟდენ მათეს ძე არსენიძე, მსოფლიო ისტორიის შესავალს – გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ევროპის ხალხთა ცხოვრებასა და ლიტერატურას – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 7 საათზე ნაძალადევის თეატრში გაიმართებოდა ლექცია ქართულ ენაზე. შესავალ სიტყვას სახალხო უნივერსიტეტების მნიშვნელობის შესახებ წარმოთქვამდა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, ხოლო ლექციას წაიკითხავდა გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მანთაშევი ფლობდა ქარვასლას თბილისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მანთაშევის ქარვასლაში სპეციალურ რაზმს აღმოუჩენია 50 ვაგონი შაქარი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას გამოუთქვამს აზრი, რომ ქართველ ოფიცრობას ქუჩაში მოუწევდა გადმონაცვლება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. გაზეთი იმედოვნებდა, რომ ქართველი ოფიცრობა არ აჰყვებოდა ჟორდანიას ინიციატივას სახალხო მილიციის შექმნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას სურდა სახალხო მილიციის შექმნა, თუმცა იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ქართველებს ჰქონდათ წითელ გვარდიასთან დაკავშირებით, ჟორდანიას გაუჭირდებოდა თანამოაზრეთა პოვნა ამ საქმეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას შეუძლებლად მიაჩნდა რეგულარული არმიის შექმნა იმ მარტივი მიზეზით, რომ რეგულარულ არმიას ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერი სახელმწიფო წყობის ჩამომხობა. თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკას უკვე 150 წლის განმავლობაში ჰყავდა რეგულარული არმია, რომელსაც არავითარი ზიანი არ მიუყენებია მისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც გაკრიტიკებულია ნოე ჟორდანიას. თუმანოვი იმედს გამოთქვამდა, რომ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის აღმოჩნდებოდა ბრძენი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, სოციალისტური იდეალები უკეთ და უფრო სწრაფად განხორციელდებოდა კეთილმოწყობილ სახელმწიფოში, კულტურულ ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს ყურს მიუგდებდნენ. ერთი ნაწილის მეორეზე მუდმივად გადამტერება არ წაადგებოდა საქმეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად, თუმანოვი შეშფოთებული იყო, რომ სოციალისტური სახელმწიფოს მაგივრად ბანქოს სახლი არ მიეღოთ, რომელიც პირველივე შეხებისას დაინგრეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ჟორდანია ისევე ჩქარობდა თავისი პოლიტიკის გატარებით, როგორც ლენინი და ამას შეიძლებოდა ისეთივე სავალალო შედეგები ჰქონოდა საქართველოსათვის, როგორც ლენინისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობას  რუსეთისათვის.