რეგისტრირებული ფაქტები51777
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის ივლისში ილია ალხაზიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თავისი ნაშრომები გაუგზავნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქცია თავისი ახალი სახლის შენობაში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, გადაიტანა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზს კარდანახში 5 დესეტინა და 50 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი და ვენახი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილსა და ბარბარე იასეს ასულ ჩერქეზიშვილს თოხლიაურში 8 დესეტინა და 199 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილისა და ბარბარე იასეს ასულ ჩერქეზიშვილის თოხლიაურში მდებარე 8 დესეტინასა და 199 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის კარდანახში მდებარე 5 დესეტინასა და 50 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილსა და ვენახს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის გუბერნიის საჭიროებათა სიის შედგენა ადგილობრივი სკოლების დირექტორებს დაევალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ფილიპე ჩიკვაიძეს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიანი სახლის სარემონტო სამუშაოების საქმისწარმოება დაავალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეების გურჯაანში მდებარე 2 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინამძღვარიანთკარის სკოლისთვის თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა საზოგადოების საცავისთვის ხელნაწერების (ეტრატზე ნაწერი „სვინაქსარი“, მეტაფრასი, „სახარება“) შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იასონ ჩხარტიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, არ გაიზიარეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის მოთხოვნა წინარეხის სკოლის გეგმის კირილ იანოვსკისეული პროგრამის მიხედვით დამტკიცებაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ რუსულის სწავლება დაეწყოთ მეორე კლასის მეორე ნახევრიდან. ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, გაეზარდათ სწავლების ხანგრძლივობა სამიდან ოთხ წლამდე, რომ რუსულ ენას იმდენივე დრო დათმობოდა, რამდენსაც იანოვსკის გეგმა ითვალისწინებდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფელ ჯოლობანში არსებული კერძო სკოლის საჭიროებათა შესახებ ინფორმაციის შეკრება დაევალა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დააკმაყოფილეს ბათუმის სკოლის თხოვნა სასკოლო ნივთების მიწოდების თაობაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ყურადღება გაამახვილეს საყმაწვილო ჟურნალის გამოცემის აუცილებლობაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალციხის ქალთა სკოლისთვის სახელმძღვანელოებისა და ავეჯის, ხოლო ახალქალაქის სკოლისთვის შენობის თანხის გამოყოფის საკითხები განიხილეს.