ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას, რომელზეც საწევრო გადასახადებისა და ბანკის წევრად მიღების საკითხები განიხილეს.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 6 იანვარს თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო, ამიტომ სიმამრის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1874

ტიპი: მფლობელობა

1874 წელს ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს თბილისში სტუდია ჰქონდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის თავად-აზნაურთა ბანკის გამგეობასა და საგარეო ვაჭრობის ბანკთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად- ეს ბანკები თბილისის ბანკის გირაოს ფურცლებს 6%-იანი სარგებლით მიიღებდნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 14 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი ესტუმრა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი იყო მისი დისშვილი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე აფხაზი.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე მოსკოვიდან პოლტავაში გაემგზავრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე ოდესაში ჩავიდა და იქიდან ორ დღეში მოსკოვში გაემგზავრა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 22 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა და პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად 250 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და იოსებ ცხვედაძეები სასწავლებელს ეწვივნენ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის დეკემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს, რომელშიც თავის მოურავ დავით ციციშვილს ქალაქში ჩასვლას სთხოვდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასაწყისი. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882 წლის 8 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა წერილობით შეატყობინა ილია ჭავჭავაძეს, რომ არ მოსწონდა გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერდნენ სტატიებს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ერთობლივი განცხადება ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის გამოცემაზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის კრების საქმიანობაში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ნოემბერს ნიკოლოზ ლიხაჩოვმა თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ დახმარება გაეწია ლითოგრაფ იაკობ უტვენკოსთვის, რომელსაც თამარ მეფის სურათის დაბეჭდვა სურდა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1885 წლებში გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი გაზეთ „დროების“ გამომცემელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1928 წლებში მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ბათუმის სკოლის დირექტორი იყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს ილია ჭავჭავაძემ მოთხრობის „პატარა ამბავი“ წერა დაიწყო, მაგრამ აღარ განაგრძო.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წელს მასწავლებელი მოსე ივანეს ძე ნათაძე გარდაიცვალა.