ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დროს თედო სახოკიამ დაკარგა დღიური, რომელიც შემდგომში საქართველოს მუზეუმში აღმოჩნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებაზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „სეირი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს გარდაიცვალა ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გაზეთ „საქართველოს“ №240-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თედო ჟორდანიას ნეკროლოგი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „განათლებაში“ მოსე ჯანაშვილმა გამოაქვეყნა დიმიტრი ბაქრაძის ნეკროლოგი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ასტამურ ინალ-იფა აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი სურამის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №34-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ომის მსხვერპლნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „ბატონი და ყმა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №21-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „იშვიათი საღამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოსული შიო მღვიმელის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა მისი ნაწარმოები „ჩემი ყვავილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ოცხელის გამომცემლობამ ქუთაისში გამოსცა შიო მღვიმელის რჩეული ლექსები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ჩემი ყვავილები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს შიო მღვიმელს 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გადაუხადეს იუბილე თბილისში, ქუთაისში, ჭიათურასა და სამტრედიაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ დაწერა მოთხრობა „სიზმარი“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ საკოოპერაციო კურსები დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ი. ხაბაზიშვილი მღვდელი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს შალვა ანტონის ძე მიქელაძე ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე კავკასიის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი იყო.