ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო გიგოშვილი ქართულად თარგმნიდა თათრულ პიესას „არშინ მალ ალანი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარგარიტა ქილარჯიშვილი პირველად ვლადიმერ მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამოვიდა სცენაზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილმა წაიკითხა მოხსენება გარდაცვლილი პოეტის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა პოეტის მოღვაწეობის ხანასა და მის ღვაწლზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გრიგოლ დიასამიძემ აკაკის დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პავლე ინგოროყვამ წაიკითხა ნაშრომი „აკაკი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიკოლოზ ერისთავმა და გრიგოლ რობაქიძემ აკაკის ლექსები წაიკითხეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნის საღამოზე პოეტისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს ალექსანდრე შანშიაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა და სვიმონ ფაშალიშვილმა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ ქალაქის საბჭოს თანამშრომელები: სოლომონ ყარამანის ძე ბოკუჩავა და ანტონ იოსების ძე გეგელაშვილი, ოფიცერი გიორგი იოსების ძე გაბაშვილი, ხარატი ივანე ივანეს ძე გეპნერი, რკინიგზის მოხელეები – ვლადიმერ იოსების ძე ვარდოსანიძე და აპოლონ მეთოდეს ძე ლომთაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები იყვნენ: კომერსანტი იოსებ პავლეს ძე თევზაძე, პედაგოგი კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი, ოლქის მმართველი კონსტანტინე ირაკლის ძე კალანდარიშვილი, რკინიგზის მოხელეები – ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ლუარსაბ შიოს ძე მაღრაძე, მოსე ონისიმეს ძე მოსეშვილი და გიორგი ილიას ძე მუსხელიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ილია გრიგოლის ძე დიდებულიძე, ისიდორე მიხეილის ძე დათუაშვილი, შიო ანტონის ძე დოლიძე, ვლადიმერ იოსების ძე დევდარიანი, იოსებ ივანეს ძე დოჩანაშვილი, ვასო ნიკოლოზის ძე დაოშვილი და ნოე აფოქარის ძე დვალიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: თეოფილე სიმონის ძე გძელიშვილი, სევა ხახურის ძე გაბრილია, სევასტი სვიმონის ძე გველესიანი, კასიანე დავთის ძე გვარჯალაძე, იორამ გიორგის ძე გოტოშვილი, ივანე გრიგოლის ძე გალუსტაშვილი და ესტატე გაბუნია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ანდრო გრიგოლის ძე დეკანოიძე, ნინა კონსტანტინეს ასული ებრალიძე, ვასო გრიგოლის ძე ვასილიძე, ვარვარა იოსების ასული ვარდოსანიძე, სიმონ კაპანაძე, დათიკო ზეიკიძე და გიორგი ზეინალოვი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ისიდორე იოსების ძე თათეიშვილი, ბესარიონ თეიმურაზის ძე თოფურია, დავით ზურაბის ძე თოფურია, ალექსი თოფურია, გედეონ პავლეს ძე თევზაძე, ქრისტეფორე ალექსის ძე კალანდარიშვილი, ერმილე იოსების ძე კალანდარიშვილი და კონსტანტინე კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: არსენ ისიდორეს ძე ბედიქვაძე, ა. ესტატეს ძე ბასიშვილი, თევდორე იოსების ძე ბოჭორიშვილი, კონსტანტინე პართენის ძე გძელიძე, ანტონ იოსების ძე გეგელაშვილი, თეოდორე (თეოდოსი) ვასილის ძე ბურჯანაშვილი და ანდრო ჟერარდი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვარს გენერალი დავით ტიმოთეს ძე ჩივაძე, ინჟინერი გიორგი კონსტანტინეს ძე ჩხეიძე, ხაზინადარი კონსტანტინე მაქსიმეს ძე მძინარიშვილი, ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე, ელენე სიმონის ასული სარჩიმელია, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩაჩიკაშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე სახურია, ვენერა ჩივაძე იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: მარტიროზ სერგოს ძე კარაპეტიანცი, გრიგოლ ილიას ძე ინანეიშვილი, მალაქია ლუკას ძე ლებანიძე, არსენ სტეფანეს ძე ლომია, ალექსანდრე კეპულაძე, პართენ კაშია, დიმიტრი ოთარაშვილი და სოლომონ ლებანიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ანტონ გიორგის ძე კვაშალი, კონსტანტინე დიმიტრის ძე კორძახია, ექვთიმე პეტრეს ძე კილაძე, ვიკენტი გრიგოლის ძე კანდელაკი, იონა დავითის ძე კანდელაკი, ნოე კონსტანტინეს ძე კანდელაკი და ლავრენტი დიმიტრის ძე კვატაშიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: სასამართლოს მოხელე დიმიტრი პაატას ძე მგალობლიშვილი, პროვიზორი მელიტონ კონსტანტინეს ძე ნადარეიშვილი, სამხედრო ექიმები – მიხეილ ნახუცრიშვილი, ვარლამ დავითის ძე საყვარელიძე, ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი და ადგილობრივი ფოსტის განყოფილების უფროსი პლატონ ანდრიას ძე არჯევანიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ისიდორე გრიგოლის ძე მებუკე, ალექსანდრე მოსეს ძე მეტრეველი, ივანე ლავიძე, კასიანე მიქაშვილი, ტერენტი მაჭავარიანი, ხარლამპ მეგრელიძე და, ბესარიონ მუმლაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე სიმონია, გიორგი იოსების ძე სიხარულიძე, ვლადიმერ მიხეილის ძე სიხარულიძე, რაჟდენ მალხაზის ძე სიხარულიძე, გიორგი პავლეს ძე სეხნიაშვილი, მელიტონ ანიფანტეს ძე ტყეშელაშვილი და სიმონ (სამსონ) ილიას ძე ტრაპაიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, განიხილა მთავარი გამგეობის წერილი საწევრო გადასახადის შემცირებისა და განყოფილების შემოსავლის 10%-ის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნის შესახებ. სხდომამ მთავარი განყოფილების წინადადება მიიღო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მ. ველისციხელის ლექსი „მგზავრის პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „აკაკისადმი“.