ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძე სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს შეხვდა და მისცა რჩევები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გაიხსნა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ახალი ამბების რუბრიკით დაიბეჭდა ცნობა  ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ახალი დრამების გამო“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 20 იანვარს ალექსანდრე ნებიერიძის ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალი“ უნდა წარმოედგინათ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 9 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 17 სექტემბერს გაზეთ „Тифлисский вестник“-ში დაბეჭდილ კერძო შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა სიაში ილია ჭავჭავაძეც იყო მოხსენიებული.

1875

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1875 წლის მარტის დასაწყისში ეკატერინე გურამიშვილსა და დიმიტრი სტაროსელსკის მეოთხე ვაჟი, ვსევოლოდი, შეეძინათ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს სცენაზე დადგეს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“. სპექტაკლში ილია კენტის როლს ასრულებდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ „დროებისთვის“ კვირაში ერთ სტატიას დაწერდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოდან შეატყობინა, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში მისულიყო და სანდრო ჩოლოყაშვილისგან თანხა ჩაებარებინა.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წლის ოქტომბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად თბილისში ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მსურველთა სია განიხილეს.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ სასწავლებელში მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან  მხოლოდ „ძველი ისტორია“ და „რუსეთის ისტორია" ჩააბარა.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წელს ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, პერტე უმიკაშვილი და რაფიელ ერისთავი ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად შექმნილი ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოების წევრები იყვნენ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასასრული, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის – რედაქტორის მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში იონა მეუნარგიას უმასპინძლა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ თავისი ლექსის “ბაზალეთის ტბის“ გამოქვეყნება სურდა. მან ამონაბეჭდი წარადგინა საცენზურო კომიტეტში, მაგრამ მისი დაბეჭდვა აიკრძალა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 14 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ლექსი „ბაზალეთის ტბა“ დაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისიდან ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლად განაგრძობს გაზეთ „ივერიის“ გამოცემას.