რეგისტრირებული ფაქტები51384
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე კავკასიის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლიდან ანანია სალუქვაძე თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-1917 წლებში გიორგი არჯევანიძე 39-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1916 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით და ბაფთით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 4 იანვარს დუტუ მეგრელმა ქართული კულტურის საზოგადოების თაოსნობით საჯაროდ წაიკითხა თავისი ახალი 3-მოქმედებიანი პოემა „პრომეთეი“ .
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 იანვარს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა სია, რომელთაც გადახდილი აქვთ 1916 წლის საწევრო თანხა: კონსტანტინე ტყაბლაძე, სამსონ ქებულაძე, ესტატე კვიმსაძე, ნიკო ზაქარაშვილი, სერგეი ჯინჭველაშვილი, ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე, სოფიო დოლაბერიძე, ოლიმპიადა ვასილის ასული დოლაბერიძე, იოანე იოსების ძე გიორგაძე და ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო თანხა გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მაქს ანტონის ძე რევიამ, რაჟდენ ნიკოლოზის ძე შავგულიძემ, ზაქარია გიორგის ძე ბეჟიტაძემ, იოსებ არობაშვილმა, გრიგოლ მიხეილის ძე ცატურიანცმა, ალექსანდრა გიგინეიშვილმა, ვასილ ლუკას ძე ფოჩხიძემ, ტრიფონ მერაბის ძე ფანჯავიძემ, გიორგი კონსტანტინეს ძე ყუფარაძემ და თედორე ისიდორეს ძე სკიპნიკოვმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: პროკოფი მოსეს ძე დოლიძემ, ივანე ბესარიონის ძე კვაჭაძემ, მიტროფანე დავითის ძე კვანტალიანმა, აკაკი მარკოზის ძე რობაქიძემ, კონსტანტინე ესტატეს ძე კვახაძემ, აბრაამ გრიგოლის ძე ვაინერმა, თეოფანე ზაქარიას ძე იაკობაშვილმა, ილია ერასტის ძე ნიკოლაძემ, ლევან ბესარიონის ძე დვალმა და ერასტი სიმონის ძე ბახტაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: სოფიო ართმელაძემ, ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძემ, ევპრაქსია ერისთავისამ, ფეოდოსია ჯაყელმა, ასმან მურზა-ბეგოვმა, ნინო ნესტორის ასულმა ლორთქიფანიძემ, სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძემ, რაფ. შაბან.-ის ძე ერისთავმა, პავლე ვასილის ძე ბახთაძემ და ვენედიქტე ნესტორის ძე ნიჟარაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მიხეილ კვირიაკის ძე ჭოჭუამ, ალექსანდრე დავითის ძე წულუკიძემ, დავით ივანეს ძე სურგულაძემ, ევტიხი ივანეს ძე ახვლედიანმა, სერგო ივანეს ძე მესხმა, ბაგრატ ლუკას ძე აბულაძემ, პეტრე სამსონის ძე ნიჟარაძემ, პრაკოპი ბესარიონის ძე გელეიშვილმა, მარგარიტა გრიგორის ასულმა კვიტაშვილმა და ანდრია სპირიდონის ძე ღვინეფაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ნინო კონსტანტინეს ასულმა ფაჩულიამ, ელიკო ხარიტონის ასულმა ფაჩულიამ, იოსებ პავლეს ძე გვეტაძემ, ალექსანდრე რევაზის ძე თაბაგარმა, არქიფო დავითის ძე მხეიძემ, ალექსანდრე პავლეს ძე ბეშკენაძემ, დავით ლუკას ძე დავიდოვმა, ნინო იოსების ასულმა მიქელაძემ, მარიამ თედორეს ასულმა ბულეიშვილმა და ვერა იოანეს ასულმა ცქიტიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრებმა: ერემია ექვთიმეს ძე ჟვანიამ, ვარლამ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძემ, იასონ ლუკას ძე კაკაბაძემ, ლუკა ვახტანგის ძე ჭერჭელაძემ, თეიმურაზ მაქსიმეს ძე ბურჯანაძემ, ვახტანგ ივანეს ძე ცქიტიშვილმა, დავით გიორგის ძე მასხარაშვილმა, ნინა ზაქარიას ასულმა კოკოჩაშვილმა, ვლადიმერ გიორგის ძე კასაბიშვილმა და სევერიან ალექსის ძე გოცირიძემ.