ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას განუცხადა, რომ საზოგადოებას ილიასეული სახლი უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლების მდგომარეობა უნუგეშო იყო, გარდა ბაქოს სკოლისა, რომელსაც იქაური ქართველობა პატრონობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმების კატალოგები მოუწესრიგებელი იყო, მუზეუმის ნივთები – შეუსწავლელი, საბუთები კი – აღურიცხავი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. არ დაუხარჯავს, როცა შეეძლო ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნები დაებეჭდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სასკოლო სექციის, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების, სამუზეუმო და წიგნების გამომცემელი სექციების მუშაობის ანგარიში, შენიშვნები სახელმძღვანელოების გამოცემის შესახებ, სტიპენდიებისა და საზოგადოებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები, ასევე გამგეობის მოხსენება აკაკი როსტომის ძე წერეთლის ანდერძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კრებამ დაადგინა, რომ აკაკის ნაანდერძევი მამულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გამგეობისთვის მიენდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 დეკემბერის საზოგადოების კრებაზე განიხილეს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თხოვნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის ფოტოგრაფ დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვის მემკვიდრეთაგან ნეგატივების კოლექციების შესაძენად 35 000 მანეთის სესხად მიცემის თაობაზე. საზოგადოებამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და 50 ნამდვილი წევრი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 დეკემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას, რომელზეც მუხლობრივად განიხილეს საზოგადოების წესდების ახალი პროექტი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე 14 დეკემბრის საზოგადო კრების დადგენილებანი და საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი გაუგზავნა იოსებ გრიშაშვილს და გააცნო ვალერიან გაფრინდაშვილის შენიშვნები მის და ტიციან ტაბიძის ლექსებზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა მისი ახალი ლექსის, „დაუდეგარი ღამის“, პირველ ვერსიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, პოლიევკტი კიკალიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და 25 წევრი. კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე) შემოსავალი 539 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 145 მანეთსა და 58 კაპიკს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 20 მკითხველი ჰყავდა.(თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 104 ცალი პოლიტიკური ხასიათის წიგნი ჰქონდა. სამკითხველოს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 დეკემბერს გამართულ საზოგადო კრებაზე კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 692 მანეთსა და 18 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 670 მანეთსა და 54 კაპიკს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 650 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 642 მანეთსა და 74 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში გამართა 19 სხდომა, განიხილეს 12 საქმე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 1-ლ იანვარს საწევრო თანხა, თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 5702. 32 მანეთი იყო, გასავალი – 953. 10 მანეთი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის გვიან შემოდგომაზე გენერალ მაზნიაშვილის თხოვნის საფუძველზე საზოგადო მოღვაწეებმა შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხევსურეთში გაგზავნეს. მათ თბილისში ჩამოიყვანეს ოთხასამდე ხევსური, რომლებიც სამხედრო სკოლის შენობაში დააბინავეს, შემოსეს, იარაღით აღჭურვეს, ჯგუფებად დაყვეს და ოფიცრები დაუნიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჯგუფები სამხედრო ქონების საწყობების სადარაჯოდ გაანაწილეს.