რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად დაამოწმებინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დარჩებოდა მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ილიას მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება კი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მიტროფანე ლაღიძემ გოლოვინის პროსპექტზე გახსნა გამაგრილებელი წყლების საფირმო ქარხანა, რომელზეც ქართული წარწერა რუსულის ზემოთ განათავსა. ამის გამო დაჭერა ემუქრებოდა და ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით გაათავისუფლეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 დეკემბერს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა წერილით აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 5 იანვარს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა მიხეილ მაჩაბელს მისწერა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხდა ამის გამო და აპირებდა, თავად-აზნაურთა კრებაზე დაესვა საკითხი ილიასთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილი საგურამოში მიიპატიჟა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლი შეეძინათ, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო მისი წინადადება არ დააკმაყოფილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ თონეთის სკოლის პედაგოგი ერთი თვის ჯამაგირით დაეჯილდოვებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლებმა წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობეს, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალებოდა 250 და არა 300 მანეთის აკრება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ დარღვევების გამოსასწორებლად ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნა და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვა მოეთხოვათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად არჩევა წერილით მიულოცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ განცხადება შეიტანა ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თაობაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ დიდი თონეთის სკოლის ანგარიში განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნების გარკვეულ ფასად შესყიდვის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც გადაწყვიტეს ბათუმის სკოლისთვის შენობის დასაქირავებელი თანხა გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ გამომცემელმა გიორგი ქართველიშვილმა თხოვნით მიმართა ბეჭდვით საქმეთა და კავკასიის მთავარ სამმართველოებს, რომ ივანე მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძე დაემტკიცებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სოლოლაკში გადავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ ილია ჭავჭავაძის, პეტრე უმიკაშვილისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის რედაქტორობით ნიკოლოზ გულაკის სტატიის „ვისრამიანი“ დასაწყისი დაიბეჭდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისმა გამოსვლამ აღაშფოთა ვეშაპელი, რომელიც თავს დაესხა სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას და ამ ფრაქციის ჩქარი განადგურება იწინასწარმეტყველა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. ვეშაპელის მუქარაზე, რომ მათ ჭკუა უნდა ესწავლებინათ რესპუბლიკის მთავრობისათვის, წერეთელს გერმანელი ფილოსოფოსის, ფიხტეს სიტყვები გახსენებია. ფიხტეს უთქვამს, რომ სამყაროში ყველაფერი ცუდი გზით ვითარდებოდა იმის გამო, რომ წესიერი ხალხი თავხედებს, როგორც წესიერებს ექცეოდნენ, ხოლო თავხედები მათ, როგორც თავხედებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმე დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა რევაზ გაბაშვილმა არ ინება უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლების წინაშე (გულისხმობდა ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს) ჯარის ნაკლოვანებაზე საუბარი. ამაზე სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ ორატორის გასაგონად ბრძანა, რომ პარლამენტში არ იმყოფებოდნენ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა რევაზ გაბაშვილმა ხელი გაიშვირა ნაციონალური უმცირესობების მიმართულებით და მათ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები უწოდა.