რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ადელაიდა ჩერქეზიშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში გერმანულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით პეტროგრადის ქალთა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული შუშანა უზნაძე თბილისის მეორე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სოფიო დიმიტრის ასული ბახტაძე თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელისაბედ ნიკოლოზის ასული ზადოვი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გრიგოლის ძე გიორგაძე სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მასწავლებელ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის ნამსახურებითი სია გაუგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დირექტორი გერმანე პავლეს ძე ბარაჩი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის აღმზრდელ-მასწავლებელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე გოროდენსკი შტატგარეშე დარჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის აღმზრდელ-მასწავლებელი ნიკოლოზ ილიას ძე პოდგორნი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დატოვეს თბილისის საოსტატო ინსტიტუტის საღვთო სჯულის მასწავლებელი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ხელგარჯილობის მასწავლებელი პორფილე დიმიტრის ძე ბობრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იუნოშა შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე კოლერნიკოვი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ივანე ნიკიტას ძე ტიხომიროვი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე პოროხი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ანტონ თეოდოსის ძე გოდენკო შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, კ. გ. ურუსოვი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო თბილისის საოსტატო ინსტიტუტის სომხური განყოფილების მასწავლებელი თეოდორე ლავრენტის ძე სტეფანოვი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ალექსანდრა დავითის ასული სალარიძე თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მთაწმინდის მაიდანი, მთის ქუჩა, N2-6, ანანიაშვილის სახლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: იკონიკოვა, აქსანოვა, ლეჟავა, ენრიკო გ. ბროჯი, ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: სიმონ გურგენის ძე მდივანი, გ. ს. იაგდჯანი, ვ. მ. ჰოფმანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ „ტანჰეიზერის“ ახალ დადგმას სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლაი დ. ნიკოლაევი იყო კონსერვატორიის დირექტორი.