ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისს, 3 საათსა და 46 წუთზე იუსტიციის მინისტრმა შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ტელეფონოგრამით (რომელიც გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძემ და მიიღო არტემ ახნაზაროვმა), მათ განკარგულებაში არსებულ ყველა დაწესებულებაში სიკვდილით დასჯის კანონის სასწრაფოდ გამოკვრის ბრძანება მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გამგეობის 8 ივლისის კრების დადგენილება. დადგენილების მიხედვით, მთავარი გამგეობისთვის უნდა ეცნობებინათ თბილისის განყოფილების მდგომარეობის შესახებ და 1918 წლის ბოლომდე ბიბლიოთეკების შესანახად 5000 მანეთის გადადება ეთხოვათ. მთავარი გამგეობის კრებას ამ საკითხის გადაწყვეტის დროს გიორგი მაჭავარიანი უნდა დასწრებოდა. საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო. საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკების შესახებ დაწვრილებითი მოხსენების წარდგენა დაევალა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრ ვასილ ღლონტის თხოვნა მისთვის სესხად 178 მანეთისა და 68 კაპიკის მიცემის შესახებ. ეს თანხა მას ბათუმის სკოლის ორი მასწავლებლის ალექსანდრე მგელაძისა და ანასტასია ლომინაძის ხელფასისთვის სჭირდებოდა. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ მათ ოთხი თვე ანაზღაურება არ მიუღიათ. გამგეობამ გადაწყვიტა ბათუმის განყოფილებისთვის ვასილ ღლონტის პასუხისმგებლობით სესხად 178 მანეთი და 68 კაპიკი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრის ვასილ ღლონტის თხოვნა, ორი მასწავლებლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება მიეცათ. ამისათვის ის ითხოვდა სესხს 1786 მანეთსა და 68 კაპიკს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა წარდგინება, რომ გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1917 წლის 28 ოქტომბერს ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად აირჩია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე, რომელმაც წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იყო მომზადებული და ხარისხიანად ასწავლიდა მოსწავლეებს თავის საგანს.

1918

ტიპი: განათლება

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის წინაშე. იგი ითხოვდა ქუთაისის მესამე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლის დავით გაფრინდაშვილის დამტკიცებას გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის ნამსახურეობის სია და სთხოვა, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად დაემტკიცებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ივლისს იუსტიციის მინისტრის კანცელარიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის ტექსტის გაგზავნა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს ევგენია პავლეს ასულ ბერლინ-ვესტფალისას ნება დართეს, გაეხსნა კერძო სასწავლებელი რუსულ ენაზე მას შემდეგ, რაც თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში დაიხურა რუსული ჯგუფი და ის გათავისუფლდა სამსახურიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს ვარლამ მგელაძის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ვანის რაიონის საზოგადოების კრებამ ვანის დაწყებითი სასწავლებლის რვაკლასიან გიმნაზიად გადაკეთების საკითხი განიხილა. ოქმს ხელს აწერდა ვანის საზოგადოების კომისარი მოსე ბელთაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს პეტროგრადის უნივერსიტეტის გერმანული და ფრანგული ენების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს წერილობით სთხოვა პედაგოგის ადგილი ქუთაისის რომელიმე სასწავლებელში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე და დ. დადიანი დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას დაეთმო ოთახი სხდომებისათვის იქ, სადაც იმართებოდა მუშათა კომისიის სხდომები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარმოებლის მაგიერ ხელს აწერს დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაუგზავნა წერილი, რომელშიც N2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „Кавказ“-ის 9 ივლისის N140-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიორგი გვაზავას მაგიერ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან გერონტი ქიქოძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისს ს. კაკაბაძე იუსტიციის მინისტრს, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილს 15 ივლისის მთავრობის სხდომის დადგენილებას გამმიჯვნელი დაწესებულებების მიწათმოქმედების სამინისტროსთვის, ხოლო ხე-მიწის მზომელთა სასწავლებელის განათლების სამინისტროსთვის გადაცემას ატყობინებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების საკითხი. კორექტორ-მეთვალყურე საჭიროდ მიიჩნევდა ორი ან სამი ოთახის დაქირავებას. გამგეობამ გადაწყვიტა კორექტორის მოხსენება მიეღო და წიგნების საწყობებისა და კლიშეების შესანახად სამი ოთახი დაექირავებინა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.