ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საფინანსო სექციამ ქონებათა სექციას შტატების წარმოდგენის თაობაზე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო თანამშრომელთა ანაზღაურება და თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა თბილისის გუბერნიის კომისარიატს წერილი გაუგზავნა ძველი რეჟიმის დროს პოლიციელებად ნამუშევარი ხალხის დემოკრატიულ ორგანიზაციებში მონაწილეობის შესახებ და კატეგორიულად მოსთხოვა ეს პირები არ ყოფილიყვნენ რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულების სათავეში და არ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ხელს აწერს პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

იმერეთის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად 1-ელ – მე-4 კლასში დანიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობითი სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა სამურზაყანოში საბჭოს წარმომადგენლის თანამდებობის დაარსების აუცილებლობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვასო ქავჟარაძე, იოსებ გედევანიშვილი და სტეფანე ახმეტელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჟორდანიას წერილი ეროვნულ საბჭოში დასაქმების შესახებ. თუმცა, მას ეთქვა უარი, შესაფერისი ადგილის უქონლობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით ბათუმში გაიგზავნა 50 კაციანი მოხალისეთა რაზმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა გზათა მინისტრს გაუგზავნა აკაკი ხოშტარიას რწმუნებულის თხოვნა გემების „მიხეილისა“ და „დობროვოლსკის“ მათთვის მიყიდვის ან იჯარით მიცემის შესახებ, თვლიდა, რომ რადგან ნაოსნობის მოწყობა გზათა სამმართველოს ჰქონდა მინდობილი, გემების კერძო პირებზე გაყიდვა საზარალო იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ზაქარია კლიმიაშვილი სთხოვს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიაში ინსპექტორად დანიშნონ მასწავლებელი გიორგი გიორგიძე. ხელს აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი პ. რცხილაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დიმიტრი უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში ფილოსოფიისა და მასთან დაკავშირებული საგნების საშტატო მასწავლებლად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს კომისარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის საქმეთა მმართველმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრი ივანე პავლეს ძე გობეჩია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და იუსტიციის სამინისტროს კომისარმა შალვა ალექსი-მესხიევმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით ბაქოს ვაჟთა პირველი გიმნაზიის ინსპექტორი ილია ჯიშკარიანი გორის მაზრის მიხაილოვის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამაზრო კომიტეტს, იმ უპასუხისმგებლო ადამიანმების შესახებ, რომლებიც პროვოკაციის მიზნით საზოგადოების ერთ ნაწილს ამხედრებენ მეორე ნაწილის წინააღმდეგ. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს და ავალებს სამაზრო კომიტეტს აღმოფხვრას აღნიშნული ქმედებები. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, ივანე გომართელი, ალექსანდრე მდივანი და ივანე აფხაზი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გომართელს დაევალა წინასწარი გეგმის შედგენა სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა გასარკვევად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობიდან მოიწვიეს პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი და პარმენ გოთუა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ ივანე მაჩაბელი, ივანე გომართელი, პარმენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა, პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ერევნის განყოფილების თავმჯდომარის, დეკანოზ იაკობ ფხაკაძის განცხადება ამ განყოფილების (12.08.1918 წ.) დახურვის შესახებ. ფხაკაძემ თან წარმოადგინა სახელმწიფო ბანკის გადასაგზავნი (თარგმანი) ბილეთი 2803 მანეთი და 66 კაპიკი 361/269635 N413.