რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სადამკვირვებლო საბჭოში აირჩიეს ვ. როხლინი, თევდორე ღლონტი და ნაცვლიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აურჩევიათ: რამიშვილი, შალვა წერეთელი და ს. ფონშტეინი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ ადგილას, მარტყოფისა და ნორიოს მსგავსად, ნავთობი ნიადაგიდან ჟონავდა და ზედაპირზე გუბეები წარმოიქმნებოდა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, დაბა მარტყოფთან ნავთობსაბადოს აღმოჩენის მიზნით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები გაჩერებულა და მიტოვებული ჭაბურღილი ახალ ენერგიულ მეწარმეებს ელოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი სინანულს გამოთქვამდა, რომ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე, ბოროტი ბედისწერის გამო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მიწის სიღრმეში იდო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვარს გამართულ კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს, ვასი აბაშიძეს, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს (ტყვიაველს) და გედევან გედევანოვს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ საჩხერეში ჟურნალის გამოწერა ყარამან ჩხეიძესთან იყო შესაძლებელი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 7 მაისს სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე მოისმინეს მოხსენება ახალი გადასახადების შესახებ, შემდეგ განიხილეს ბანკიდან დასაბრუნებელი თანხის საქმე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 მაისს, 18:00 საათზე, სპარსეთის შაჰის პატივსაცემად სასახლის დარბაზში გაიმართა სადღესასწაულო სადილი, რომელზეც კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ფრეზემ 120 სტუმარი მიიწვია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გამოიცა წიგნი „ქართლის ცხოვრება“ მესამე ტომი, გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე, ფასი 40 კაპ. წიგნი იწყებოდა გიორგი ბრწყინვალის აღწერით და მთავრდებოდა სიმონ მეფის ცხოვრების აღწერით მე-16 საუკუნის დამდეგამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს. მას ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჟურულთან შეთანხმებით უნდა ეკისრა ხსენებული პროდუქტების ტრანსპორტირებისა და შემდგომი დაბინავების ორგანიზება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიხმარდა კომიტეტს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებს ჯერ კიდევ ქალაქის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა და მეტად აფასებდა მათ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არ. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ ჟურულს. მიუთითა რა, რომ საბირჟო კომიტეტი რუსეთის უძველეს სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას წარმოადგენდა, მილოვმა მინისტრს სთხოვა, თბილისის კომიტეტი თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.