ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50012

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ალიონელთა ჯგუფიდან შედიოდნენ პავლე საყვარელიძე, პეტრე ქავთარაძე, ივანე გომართელი და კალენიკე ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ გერასიმე მახარაძე, რაჟდენ არსენიძე, ბიქტორ თევზაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი, გიორგი ერაძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, დავით ონიაშვილი, გიორგი ანჯაფარიძე და რაფიელ ჩიხლაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ნიკოლოზ ნიკოლაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი გვაზავა, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ქარუმიძე და იასონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ვლადიმერ ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, ალესანდრე ლომთათიძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ პეტრე გელიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, ნიკოლოზ ელიავა, მინადორა ტოროშელიძე, გიორგი ცინცაძე, სერგო ჯაფარიძე, ანანია სალუქვაძე, იოსებ სალაყაია, მიხეილ კლიმიაშვილი, კირილე ნინიძე, ალექსანდრე ფარნიევი, დიომიდე თოფურიძე და ალექსანდრე დგებუაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჭორდანიამ საბჭოს წარუდგინა დღის წესრიგი: სამანდატო კომისიის მოხსენება, პრეზიდიუმის არჩევანი, მთავრობის მოხსენება გერმანიასთან და ოსმალეთთან მოლაპარაკებების შესახებ, სხვადასხვა ქვეყნის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მილოცვები და სხვადასხვა კომისიების არჩევნები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდნენ, მიიღეს წინადადება ეროვნული საბჭოს წევრთა რიცხვის გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს ნოე ჟორდანიასა და ნიკოლოზ ჩხეიძეს თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების უმცირესობათა წარმომადგენლები ეროვნულ საბჭოში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის მიხედვით უნდა მიეღოთ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს ნოე ჟორდანიასა და ნიკოლოზ ჩხეიძეს თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს, რომ მომავალ შეხვედრაზე აირჩევდნენ საბიუჯეტო, სამხედრო, იურიდიული და აგრარული კომისიების შემადგენლობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 მაისს წითელი გვარდიის უფროსს, ვალერიან ჯუღელს, თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისია სთხოვდა სასწრაფოდ გაეგზავნა სოხუმში დაპატიმრებულ პეტრე გერასიმეს ძე თარხანოვსა და სხვ. მის ხელში არსებული მასალები. განცხადებას ხელს აწერდა თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ბროდსკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ი. გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ტყვეთა დამხმარე კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. კომიტეტი გალზაგანში, სამხედრო ტყვეთა ბანაკთან, დაარსდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გერმანიაში „ქართველ ტყვეთა დამხმარე“ კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ი. ბაქრაძის მოხსენების განხილვა გიორგი ზდანოვიჩის ანდერძის შესახებ გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივნისში ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლების ყრილობაზე ისიდორე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ახალგაზრდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ივნისიდან იასონ გაბაშვილი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ფიზიკური ვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას, რომელიც იასონ ლორთქიფანიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნის-ოქტომბერში, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო, ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.