რეგისტრირებული ფაქტები51043
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 მარტს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელის დასკვნა გადაგზავნეს ტრაპიზონიდან თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს ტრაპიზონში მყოფმა ამიერკავკასიის დელეგაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბრესტის ხელშეკრულების აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ტელეგრამით აცნობა ხელისუფლებას თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის დადგენილებით ბათუმის დასაცავად და ჯარის ნაწილების მოსაბილიზებლად, დასავლეთ საქართველოში გაიგზავნენ რაფიელ ჩიხლაძე და გრიგოლ ურატაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იესე ბარათაშვილი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იესე ბარათაშვილი, მდივანი დავით ნახუცრიშვილი) განიხილეს ბათუმის, ყარსისა და ალდაგანის ოლქების ოსმალეთისთვის დათმობის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მესხიშვილმა განაცხადა, რომ თუ აჭარის ოლქები არ დათმო ოსმალეთმა, კრების წევრებმა უნდა იცოდნენ რა ძალას ფლობს სახელმწიფო ომში ჩასართველად და საკუთარი ტერიტორიების დასაცავად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა კონსტანტინე მესხს, პავლე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძესა და რევაზ გაბაშვილს 28 მარტს ქონებათა სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს, ფილიპე გოგიჩაიშვილს 28 მარტს ქონებათა სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი წერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმში სიმაგრის კომენდანტის, მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორისთვის, ხოლო ასლებს მინისტრებისთვის, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიასთვის გადასაცემად, რომელშიც ამცნობს მოწინააღმდეგის პოზიციის ვარაუდს და სთხოვს მათ, შეაჩერონ საომარი მოქმედებები. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისსა და ბათუმში სამხედრო მინისტრსა და მიხაილოვსკის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც საჭიროდ მიიჩნევს შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან გაჩნდა იმედი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტის საღამოს 9 საათამდე ამიერკავკასიის დელეგაციამ ტრაპიზონში, თურქეთის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღო. საკითხი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას ეხებოდა. ამავდროულად ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც კიდევ 48 საათით გაგრძელდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 28 მარტს საქართველოს ნაციონალურ პარლამენტს წერილი გაუგზავნა ქ. ცარიცინის ქართულო ნაციონალური საზოგადოების გამგეობამ, ქალაქში შემდგარი საქართველოს საზოგადოების (127 წევრი) შესახებ. საზოგადოებამ შეიმუშავა დრეოებითი წესდება, აირჩია თავმდჯომარე, გამგეობა და კომისიის წევრები, რომლებიც განაგებენ ადმინისტრაციულ საქმეებს. 23 მარტს კრების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წესდების დამტკიცების შემდეგ, ისინი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში. გარდა ამისა, მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ ქართულ პარლამენტთან და ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიღება უნდა შეეძლოთ. ხელს აწერს თავმჯდომარე – პორფელ ნიკოლაშვილი, წევრები: ილია ყორანაშვილი, ვალოდია ქურდავანიძე, ლ. დუმბაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს თბილისიდან სამტრედიაში მატარებლით ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და კავკასიის არმიის მთავარსარდალი ევგენი ლებედინსკი ჩავიდნენ, შტაბის უმაღლეს მოსამსახურეთა თანხლებით. ბათუმიდან ჩამოვიდა ბათუმის ციხის კომენდანტი (გენერალური მდივანი). თათბირი ნოე ჟორდანიას რონოდაში გაიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 20 საათსა და 30 წუთზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ტრაპიზონიდან ბათუმის კომენდანტს მთავრობის მეთაურ ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც მოითხოვს ოფიციალურ პასუხს სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, ვინაიდან დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია საომარი მოქმედებების განახლება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც ატყობინებს, რომ სროლა თურქეთის მხრიდან შეწყდება 21 საათსა და 30 წუთზე. ითხოვს დაუყოვნებლივ კატერს სურსათით, აგრეთვე დეტალურ ცნობებს თავდაცვის განსაკუთრებული დადგენილებების პაკეტის შესახებ. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 11 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ტრაპიზონიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც მოითხოვს ოფიციალური ნაბიჯების დადასტურებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ან დელეგაციის გაწვევას. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 12 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს ბათუმის სიმაგრის კომენდანტსა და მინისტრ რამიშვილს წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ვეჰიბ-ფაშა არ არის თანახმა ვადის გახანგრძლივებაზე, რის გამოც შესაძლებელია ბრძოლების განახლება. დაგვიანებაზე თვითონ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მარტს ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა, სადგურ ნატანებში წასულიყო და ოსმალებისთვის მდინარე ჩოლოქის გადმოლახვაში ხელი შეეშალა. იგი მაზნიაშვილს დაჰპირდა, რომ საჭირო ძალებს მიაშველებდა.