ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52189

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ საბჭო აიღებდა ნახევარი მილიონი მანეთის სესხს ყოველდღიური საჭიროებებისათვის. საფინანსო სექციას დაევალა ფინანსური გეგმის პროექტის შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი, უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა სოფლის მოსახლეობას მიწა, თუ სჯობდა მინიმალურ საფასურად გაყოდულიყო მიწის ნაკვეთები, რადგანაც უსასყიდლოდ მიწის დარიგების შემთხვევაში, იქმნებოდა საშიშროება გლეხებს შორის ამბოხისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის 105 რწმუნებულისა და მათი კანდიდატების სიის შედგენა დაევალა აღმასრულებელ კომიტეტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევოლუციის გასამარჯვებლად და სოფლად ანარქიის მოსასპობად, სოფლებში ხალხი სააგიტაციოდ გაგზავნა გადაწყდა. გარდა ამისა, უნდა შექმნილიყო ადგილობრივი შეიარაღებული ძალები, სასტიკად დასჯილიყო ყველა ბოროტმოქმედი. პროპაგანდისტების სოფლად გაგზავნის ორგანიზება დაევალა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 თებერვალს ღარიბ მოწაფეთა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული ეროვნული საბჭოს მდივანმა, დავით ნახუცრიშვილმა მოხალისეთა რაზმის შექმნის შესახებ შუამდგომლობის სამხედრო სექციისთვის გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე ჯაბადარმა აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ოსმალებთან ზავის მოლაპარაკებებზე დასასწრებად ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებისთვის 3000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო სექციამ წერილი გაუგზავნა სახალხო სამეურნეო სექციას, რომლის თანახმად, მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის შემდეგ, სხვადასხვა სახის მადნეულობის გამოცემა შეფერხდა. ხელს აწერს იასონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთამმართველ პავლე საყვარელიძეს ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ პროკოფი დოლიძისთვის მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 თებერვალს სოფ. ბაზალეთში ჩატარდა მიტინგი, სადაც მენშევიკების მხრიდან გამოდიოდა ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებისა – თედო შუშიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა წარადგინა წინადადება ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული საბჭოს ახლანდელ შემადგენლობას უნდა დამატებოდნენ ამიერკავკაციის სეიმის ქართველი დეპუტატები და იმ დეპუტატების ნაცვლად, რომლებიც უკვე ირიცხებოდნენ ეროვნული საბჭოს წევრებად, პარტიული კანდიდატები უნდა მოეწვიათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: კოტე აფხაზი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გერონტი ქიქოძე, რაჟდენ არსენიძე, მალაქია ტოროშელიძე, კარლო ჩხეიძე, გრიგოლ ნათაძე, ნოე რამიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, მიხეილ მაჩაბელი , იოსებ სალაყაია, იასონ ლორთქიფანიძე, ვასილ წულაძე, ნოე ჟორდანია, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტონე მესხი, ბიქტორ თევზაია, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, შალვა მესხიშვილი, აკაკი ჩხენკელი და რევაზ გაბაშვილი.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) კონსტანტინე დავითის ძე მესხი ვიქტორ (ბიქტორ) ვასილის ძე თევზაია (ბ. თეკლათელი) იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა)
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 თებერვალს კოტე აფხაზი პოლკოვნიკის წოდებით გადადგა რუსეთის არმიის სამხედრო სამსახურიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სეიმის არც ერთი ფრაქცია არ იყო წინააღმდეგი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი, რომ თუ რუსეთს არ გამოეყოფა საქართველო, მაშინ ვალდებული გახდება აღიაროს ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთის ჯარი ისე მოექცევა ქართველებს, როგორც აჯანყებულებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, კოტე აფხაზი, გრიგოლ ნათაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, იოსებ გედევანიშვილი, დავით ვაჩნაძე, გერონტი ქიქოძე, იესე ბარათაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი ლასხიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი განცხადებით, ამიერკავკასიის კომისარიარტმა ოსმალეთის ჯარის უფროსს შეუთვალა, რომ იგი თანახმა იყო დაეწყო მოლაპარაკებები ზავის დადების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი აზრით, საქართველო თუ არ გამოეყოფოდა რუსეთს, მაშინ მას უნდა ეღიარებინა ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი ოსმალეთთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო ჩამოიშალა და მასთან საქართველოს კავშირი შეწყვეტილი იყო თუ სამუდამოდ არა, ძალიან დიდი ხნის ვადით.