რეგისტრირებული ფაქტები52189
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს თედორე თედორეს ძე ჩუნეცკი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ მამალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ. მამალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ თელავში, ისევე როგორც სხვა დაბა-ქალაქებში, შიმშილობა დაიწყო, მასთან ბრძოლა სასურსათო კომიტეტებმა იკისრეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქისთავმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა მდიდრებს მოწოდებით ღარიბების დახმარების შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქონებათა სექციის წევრს, პეტრე ქავთარაძეს გაუგზავნა წერილი, მას და მამულების მოურავ პეტრე მამრაძეს ქუთაისში გამგზავრებას სთხოვდა ქონების მისაღებად, რომელიც ეროვნული საბჭოსთვის უნდა გადაეცათ ქუთაისის თავადაზნაურობისაგან.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ელ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.