ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51043

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომისიის წევრს, ბარნაბა პაპავას დაევალა ქართველი ტყვეების დახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ბარნაბა პაპავა და ოფიცერი კაიზერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ დააყენა საკითხი ქუთაისის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს ლიკვიდაციის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა სექციის გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი; სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს პეტრე ქავთარაძის მოხსენება მისი და მამულების მოურავის პეტრე მამრაძის ქუთაისში თავადაზნაურობის ქონების ჩასაბარებლად წასვლის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ განმარტა, რომ თავადაზნაურების ქონების ჩაბარება იმ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგანაც ქუთაისის გუბერნიის მარშალი – დავით ნიჟარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა და გარდა ამისა, არ იყო შედგენილი ქონების სია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისში გამგზავრება სათავადაზნაურო ქონების მისაღებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისის სადეპუტატოს საკრებულოს ლიკვიდაცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია. თბილისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია შედგა, ხოლო ქუთაისის სიის შედგენა დაევალა გიორგი ლასხიშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავას დაევალა კახეთის რკინიგზის გამგეობისთვის სამ მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკების წარმოება მთავრობის პირებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს პოლკოვნიკ სამსონ ასათიანის მიერ ფრონტიდან გამოტანილი სამხედრო ქონების დაცვის ორგანიზაციის მოწყობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 მაისს გამგეობის თავმჯდომარემ, ვ. გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა რუსეთ-ინგლისის ბანკიდან 1 მილიონის კრედიტის აღების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის წერილი, ბანკის მოგებიდან გიმნაზიისთვის ოცდათორმეტი ათასი მანეთის სუბსიდიის დანიშვნის შესახებ. სექციამ დაადასტურა ეს დადგენილება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრომ ლეონ ოგანესის ძე ელბაქიანცი მარგანეცის მწარმოებლებსა და მუშებს შორის კონტრაქტის საკითხების განსახილველად ფოთში გააგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მაისს ვეჰიბ-მეჰმედიმ აკაკი ჩხენკელს მადლობის წერილი გაუგზავნა ბათუმში თურქი ტყვეების დასაცავად გენერალ ნაზარბეგოვის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. დოკუმენტს ხელს აწერს ვეჰიბ-მეჰმედი, სისწორეს ადასტურებს სონოზი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლებში საღვთო სჯულის გაუქმების კანონპროექტის შესახებ მოხსენება წაიკითხა ლეო ნათაძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძე არ დაეთანხმა სერგო ჯაფარიძის წარმოდგენილ პროექტს კონსტიტუციის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კონსტიტუციის ძირითადი დებულებები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე საუკეთესო მოწყობა ფედერაციული რესპუბლიკა იქნებოდა, რადგან ის სახელმწიფოთა შორის ძლიერ კავშირს უზრუნველყოფდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ ჩამოთვალა საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო კავშირის განკარგვის ქვეშ: დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, საგარეო პოლიტიკა, სამხედრო რეფორმა, რკინიგზის მშენებლობა, ფოსტა-ტელეგრაფის რეფორმა და განათლება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სერგო ჯაფარიძის ჩამოთვლილი საკითხები არ შეესაბამება ფედერაციული რესპუბლიკის პროექტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ფედერაციული წყობა შვეიცარიის მაგალითზე განიხილა.