ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „სათეატრო კავშირი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ექიმ შტოკმანის ფსევდონიმით, სტატია „გონება თუ მუშტი?!“

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მინდობილი ჰქონდა საარჩევნო სიის შედგენა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 16 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე პეტერბურგში გაემგზავრა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეკატერინე გრიგოლის ასულ მელიქიშვილის წერილი „ჩვენი მწიგნობარ-მოღვაწენი, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა დააარსა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წელს თავად-აზნაურთა ბანკის საზაფხულო ბაღში მდებარე ბუფეტი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 27 აგვისტოს, ნაშუადღევს, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ეზოში მდებარე ფანტანში გიორგი სხირტლაძის 11 წლის დისწული დაიხრჩო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 14 ივნისისთვის გადაიდო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის მიერ გახსნილი თელავის საქალებო სკოლის შემოსავლის ანგარიში დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. ტერ-აკოფოვი თელავის საქალებო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა თელავში საქალებო სკოლა გახსნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის სტატიის „მოწაღმართე დასს თელავში“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის სტატიის „მოწაღმართე დასს თელავში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფლაბიანე გოროდეცკი საქართველოს ეგზარხოსი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას ვოდევილის „დედის ერთა“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 თებერვალს ქუთაისის თეატრში გამართულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „შავი ბერი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მამავ, ძვირფასო!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „ვალერიან გუნიას“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის შემოდგომაზე შიო ქუჩუკაშვილი სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 დეკემბერს დაიგეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი თბილისის საკრებულოს დარბაზში. კონცერტის მოთავე იყო ოლღა ჭავჭავაძისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ნუ დნები... ნუ ჰქრები“.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ალიოზ შიხინოვი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი.