ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ასლი − სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს და მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში მიხეილ მაჩაბელი ფშავში სახასო გლეხების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესასწავლად გაგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ფშავში საქონლის ჭირი გავრცელდა, მოსახლეობა მაზრის უფროსის, ლევან ჯანდიერის იმედად იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობისთვის ქაიხოსრო გელოვანმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ნინა ერისთავ-გელოვანისას, ოსანა გელოვანისას, იასონ ჩიქოვანს, იასონ გელოვანს, მელიტონ და დისიონ ახვლედიანებს, ლევან ჩხოტუას, სეტო გელოვანისას და ლ. გელოვანისას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა მოხსენება ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოადგილეთა დანიშვნის შესახებ. დადგინდა, მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოადგილეებად დაენიშნათ: იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია და იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დახურვისას ალექსანდრე ასათიანმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა პარტიების გაერთიანების მნიშვნელობა და მათ წარმატება უსურვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა საქართველოს დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიები და უპარტიოთა კავშირი) პროგრამა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციაზე შეგროვდა თანხები: შალვა ქარუმიძე − 2000 მან. იასონ ჯავახიშვილი − 125 მან. იოსებ მაჭავარიანი − 2000 მან. ა. ჯავახიშვილი − 300 მან. ქესკინა ნაიშვილი − 200 მან. გოთუა − 500 მან ა. ცინცაძე − 1000 მან. ა. შანშიაშვილი 1000 − მან. ირ. ჭანიაშვილი − 200 მან. დავით კორაშვილი − 100 მან, სეს. ლეჟავა − 500 მან.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვალერიან გუნიას პიესა „არც იქით, არც აქეთ“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „წუთის საცოლო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის, გიორგი ჭუმბურიძის მოხსენება ომისა და შიმშილისგან დაზარალებული ოზურგეთის მაზრის სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების გამოყოფის თაობაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გეგეჭკორის განცხადება“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მენშევიკური მოქალაქობრიობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 2) გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „თბილისის არჩევნებისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სტენოგრაფიული ანგარიში „დამფუძნებელ კრებაში. იანვრის 26 სხდომა. გიორგი გვაზავას სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის ცნობა „de iure“-დ ევროპის სახელმწიფოების მიერ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დამოუკიდებელი საქართველო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე წაიკითხეს სერგი დანელიას თეზისები ტაქტიკის შესახებ, ვინაიდან ის თავად თბილისში არ იმყოფებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „გაერთიანებისაკენ“.