ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვრის სხდომაზე მედიკო-სანიტარიის ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქის საბჭოს აცნობა, რომ 1919 წელს თბილისში მძვინვარებდა პარტახტიანი ტიფი და ქოლერა. დაფიქსირებული იყო პარტახტიანი ტიფის 6013 შემთხვევა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ გადასახადთა მომატების განხილვის საკითხის საფინანსო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსან თევდორე ღლონტს დაეთანხმა საბჭოს წევრი ივანე გომართელი, რომ უნდა დამთავრებულიყო გადასახადთა მატების პოლიტიკა. მან განაცხადა, რომ პრინციპულად მატების წინააღმდეგი იყო და ტრამვაი შემოსავლის წყაროდ არ უნდა გაეხადათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი სამსონ დადიანი ვრცელი სიტყვით გამოვიდა და მოითხოვდა, არ მომხდარიყო მუშათა და მოსამსახურეთა გამიჯვნა, რადგან მას უკანონოდ მიაჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა სამსონ დადიანმა განაცხადა, რომ ხმოსნები საბჭოს ურჩევდნენ საშუალებებს კრიზისიდან გამოსასვლელად, ხოლო საბჭო მათ არ ითვალისწინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გადასახადთა მომატების განხილვისას უპასუხა ოპოზიციას, რომ კრიტიკა უადგილო იყო, რადგან სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო ხალხის შენახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა დაკლულ საქონელზე ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დასკვნით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიკაცია „ქართული სკოლა“ სკოლების პრობლემატიკაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპთან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გამგზავრების გამო მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა იყო მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 20 საათზე, ხონში გაიმართებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხონის რაიონის ორგანიზაციათა ყრილობა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდოდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ბათუმიდან დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ი. ზ. ანდრონიკაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ გენერალი ილია ოდიშელიძე დაენიშნათ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძის მოადგილედ სამხედრო საბჭოში მინისტრის ადგილის თანამდებობაზე დაჭერით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში ყოველთვიურად გადადებულიყო 15 900 მანეთი სახელმწიფო თეატრში ჯარისა და გვარდიისთვის უფასო წარმოდგენების მოსაწყობად, ინსპექციის ხარჯებისათვის – 18 994 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს თბილისში ჩამოვიდა აკაკი ჩხენკელი, რომელსაც სადგურზე დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე მინისტრის პირად მდივან ნაზარიშვილთან ერთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 13 საათზე, აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა სავაჭრო პალატაში – მიხეილ ჯავახიშვილთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა ბორჯომის ქუჩაზე – სპირიდონ ბენდუქიძესთან.