ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მისში იოსებ ივანიძემ ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას 3 მანეთი გადასცა დესპინე ივანიძისთვის გასაგზავნად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გლოვა“ (კოტე მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, კოტე მესხი კუკიის სასაფლაოზე დაეკრძალათ, კუბო ყვავილებით შეემკოთ და დაკრძალვის ხარჯებიც დაეფარათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „ტბას რა ვკითხო...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „კიდევ“ (კ. მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობის საყურადღებოდ“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს კოტე მესხმა ქუთაისში მუდმივი დასი ჩამოაყალიბა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კოტე მესხი“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 15 მაისს კოტე მესხი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხი კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის უკანასკნელი საზეიმო სიტყვა, წარმოთქმული კონსტანტინე ბალმონტის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ალიოზ შიხინოვმა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას კოტე მესხის საფლავზე დასადგმელი ძეგლის ფონდის შესაქმნელად 25 მანეთი გადასცა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-11 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მაღრაძის წერილი „დავეხმაროთ!“ (ვ. მატარაძის ავადმყოფობის გამო).

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში კოტე მესხის გარდაცვალების გამო იროდიონ ევდოშვილის საიუბილეო საღამო 22 მაისისთვის გადაიდო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს დათიკო აწყურელის ინიციატივით კერძო სახლებში განახლდა წარმოდგენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ნინო გამყრელიძე, ა. ადამიძე, გიგო გელიკურაშვილი და ვიქტორ გამყრელიძე.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ: მაშო ჯაჯანაშვილი, შაქრო საფაროვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო თამაზიშვილი, სანდრო გოცირიძე, კოლა გალუსტოვი, ოლიკო წითლიევი, იაგორა ანდრიანოვი, ბესო ფავლენიშვილი და სხვ.

1887

ტიპი: მფლობელობა

1887 წელს კოტე მესხმა ნინო გამრეკელთან ერთად საკუთარი თეატრი მოაწყო ქუთაისის შუაგულ ბაღში.

1887

ტიპი: მფლობელობა

1887 წელს ქუთაისის ბაღში კოტე მესხისა და ნინო გამრეკელის მიერ მოწყობილი თეატრი ორი სეზონის შემდეგ დაიწვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 სექტემბერს გორის მაზრის თავადაზნაურობამ სადილი გაუმართა გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე სლოვინსკის.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვლის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „დუხაბორიიდან“ დაიბეჭდა.