ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48943

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში საწევრო გადასახადის სახით შესული თანხა 1234 მანეთს შეადგენდა, შემოწირული თანხის ოდენობა კი 1113 მანეთი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ივლისს თბილისის უმაღლესი პირველ-დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. გიორგობიანმა განათლების სამინისტროს დაბალ სკოლების გამგეს სთხოვა, შესაბამისი განკარგულება გაეცათ კრედიტის გახსნა-დახურვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 19 ივნისს, გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს წარუდგენს თავისი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის, ბარბარე ამილახვრის, თხოვნას და ხსენებულ საგანზე ითხოვს შესაფერის განმარტებას. ამბობს, რომ ამილახვარი, წელს, თავისი მოვალეობის ერთ-ერთი სინდისიერი აღმასრულებელთაგანი იყო. ასევე, ოქმიდან ამონაწერს ადგენს. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი და საქმის მწარმოებელი თ.ციციშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა 1918 წლის 18 ივნისის N 361 მოხსენებაზე დასამატებლად, რომ გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს ჯამაგირს მისცემდა როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ნინო აკოფაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანდა, რომ ის სამი წელი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას 1916, 1917 და 1918 წლების შემოსავალ-გასავლის ანგარიშები გაუგზავნა. მათ ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი გიორგი ღვინჯილია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ივნისს გამართულ ბორჯომის რაიონის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა კრებაზე წლიური ანგარიშების შესახებ მოხსენებით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე ნ. დევიძე. აირჩიეს კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. კოდიშაძე, ნ. დევიძე, გ. ბასილაშვილი, კ. შახნაზაროვი, გ. ღლონტი, ი. ხეთაგური, ს. ქალიაშვილი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: ბ. მაჭავარიანი, ა. ელისაშვილი, ლ. ანდღულაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიის მეორე რაიონის წევრთა საზოგადო კრება. თანამედროვე მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ნოე რამიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს ვლას ბობოხიძე, აპოლ. დუმბაძე, კანდიდატად – სეით რაზმაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჟორჟოლიანის მიერ წარმოდგენილი წერილობითი რეცენზია, რომელიც ისტორიკოსთა კომისიის დავალებით შეასრულა უზნაძისა და გველესიანის მიერ შედგენილ სახელმძღვანელო წიგნის „ახალი ისტორიის“ შესახებ. ამავე სექციამ დაადგინა, მიეცეს ჰონორარად 300 მანეთი ალ. ჟორჟოლიანს. გამგეობამ დაამტკიცა სექციის დადგენილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე გველესიანის წინადადება, მისგან შეეძინათ დიმიტრი უზნაძის „ახალი ისტორია“ 1000 ცალი და ივანე გველესიანის „ისტორია“ 40%-ის დაკლებით მხოლოდ ნაღდ ფულზე. გამგეობის განჩინებით, უსახსრობის გამო უარი უთხრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შაქრო კირაკოზოვის თხოვნა, ნავთლუღის სკოლის ბინის ქირის 600 მანეთამდე მომატების შესახებ. ხარჯთაღრიცხვით გადადებული იყო 350 მანეთი წელიწადში. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო, ვიდრე არ გაირკვეოდა ბინებზე ქირის მომატების საკითხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის განცხადება სახელმძღვანელო წიგნების: „დედაენა“ I, II ნაწილების, „ბუნების კარის“, ხრამელაშვილის კრებულების შესწორების შესახებ. ბაზრის დაკარგვის შიშით, საჭირო იყო წიგნების შესწორებას დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ. გამგეობამ დაადგინა, სახელმძღვანელო წიგნების შესწორების საქმის სამწიგნობრო ნაწილის გამგე-ხელმძღვანელს მინდობოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო სამინისტროსთან არსებული განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 200 მანეთის წიგნები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროფესორთა კავშირის საბჭოს თხოვნა სანდრო მაისურაძის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საზოგადოების გამოცემებიდან ბიბლიოთეკისთვის თითო წიგნის მიცემა გადაწყვიტა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობა“ გერონტი ქიქოძის წიგნის „ეროვნული ენერგიის“ მიღების შესახებ წერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დაზარალებულთა და დაჭრილ-დახოცილთა ოჯახების დამხმარე კომისიის (წევრები: ს. დოლიძე, პ. ხურცილავა, ი. მამაცაშვილი, კ. მაჭარაძე, გ. ნინუა, ფ. ახობაძე) მოწოდება მოქალაქეებისადმი, მონაწილეობა მიეღოთ სასახლის ბაღში დაგეგმილ დიდ სეირნობაში ლატარია-ალეგრით გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ივნისს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 18 ივნისის N 129 მიწერილის პასუხად აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიაჩნდათ, ვინაიდან ერთი და იმავე პირისთვის ორი კლასის დამრიგებლობის დაკისრება კანონით არ იყო გათვალისწინებული.

1919

ტიპი: ავტორობა

მარგალიტა გიგინეიშვილმა წერილი გაუგზავნა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს, რომ ოჯახური გარემოებების გამო იძულებული იყო უარი განეცხადებინა უფროსი ქალის თანამდებობის დაკავებაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

მარგალიტა გიგინეიშვილმა გაუგზავნა წერილი ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორს, რომ სამინისტროში მის შესახებ აღძრული იყო შუამდგომლობა უმაღლესი განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ. ამ შუამდგომლობის შესახებ პასუხი კი არ მიუღია. ამიტომ ითხოვდა შუამდგომლობის გადასინჯვას.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე გიმნაზიის მასწავლებელ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის 1-ლი გიმნაზიის დირექტორს სპირიდონ ჯორჯიკიას პასუხად მისი შუამდგომლობისა აცნობა, რომ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს სწავლა მიღებულ პირებთან გათანასწორების საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ამზადებდა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის თხოვნას ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ იმ პირების თანაბრად, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ უმაღლესი განათლება. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი გერმანული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.