რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ გაგრაში დაიჭირეს კინტრიშის ხიდის აფეთქების მონაწილენი – გერმანე ჯიბლაძე და აკ. სურგულაძე. მათ ყუბანის ოლქში სხვადასხვა საბუთის გატანა ბრალდებოდათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 ივლისს განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სამინისტროს განკარგულებით ოლღა ჭავჭავაძეს დაენიშნა დახმარება თვეში 2 000 მანეთის ოდენობით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ. ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ატყობინებდა, რომ მთავარი გამგეობა, როგორც იურიდიული პირი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სულით ავადმყოფი ოლღა ჭავჭავაძის ქონებაზე მეურვე და სთხოვდა მათ, წარმოედგინათ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ივლისის „ერთობაში“ მიწათმოქმედების სამინისტროს გადასახლების განყ.-ის გამგე ი. მარუაშვილი მიმართავს სამაზრო და სათემო ერობებს, რომ კახეთში გადასახლება შეწყვეტილია. მსურველთ შეუძლიათ გადასახლდნენ ყარაიაზში, ბორჩალოს, ახალქალაქის და გორის მაზრების საგადახადო ფონდის ადგილებში.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ გიგო შარაშიძე მადლობას უხდის ბახვის სახალხო სკოლის ასაშენებლად შემოწირულობებისთვის: ივანე ლაზ. თევზაძეს (100 მან), ევსევი-თოდუას (50), ა. დადიანს (50), ვაკოპულოს (100), ბუაჩიძეს (50), მ. სუსლინს (200), ა. მანუილიდისს (250) იესე შათირიშვილს (500).
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ რევოლუციონერ ლავროსი პავლეს ძე კიღურაძის გარდაცვალების შესახებ წერდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ივლისის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ 10 ივლისს, მეორე ქართულ კლუბში (პლეხ. ქ. N129) გ. ქუჩიშვილის საღამო გაიმართებოდა. სიტყვით გამოვლენ: „მოწინავე სადარაჯოზე“ ვ. კოტეტიშვილი, პოეტები: ვარლამ რუხაძე, გ. ტაბიძე, სოლომონ თავაძე (ობოლი მუშა), გ. ცეცხლაძე, გ. შინატეხელი და სხვ. დეკლამატორი მიხ. ჭიაურელი, შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე წაიკითხავდა ახალ ნაწარმოებს; ღონისძიებას ი. თარალაშვილი ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 ივლისს სოფელ იყალთოში ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საპატიო წევრი დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 10 ივლისს თამარ მურადიანი, ანნა სარქისიანი, ანნა ხოდმაინი, არმენ ბაბაჯანიანი, მარგარიტა ბაბაიანი, ლუსია და ნინა ბაღდასარიანები, ლაურა ისრაელიანი, ტერეზა ტერ-ავაკიანი, ვარდო ტერ-აკოფიანი, აშხენ ტერ-სიმონიანი, არმენიკ ტერ-ვოსკანიანი, ნინა გალეთიანი, ნუნე ბარდანიანი, არუსიაკ ტერ-მარკოსიანი, აიკანუშ კეშიმანი, ფლორა ცოკომინი, არუსიაკ მურადიანი, სოფია შალიანი, რუზანა გაეფარიანი, ა. შამგორიანი, ა. ბახჩინანი, ე. აკოფიანი და გ. კარახანიანი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, კირილე ნინიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის გამგის, ნინო ენუქიძისთვის ჯამაგირის დანიშვნის შესახებ. მას ჯამაგირს, 1 500 მანეთს, ვერის გამრთობი საზოგადოება უხდიდა. გამგეობამ ანასტასია წერეთლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის თხოვნა პირველი წიგნის ანგარიშიდან 3 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „აკიდო“ საზოგადოების გამგეობის დავალებით კომისიამ შეადგინა „ბუნების კარის“ სალიტერატურო ნაწილის ნაცვლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს უწყება, რომლის მიხედვითაც ეკლესიას წმინდა ნინოს უბნის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თავისი ხარჯით შენახვა აღარ შეეძლო. გამგეობამ ბიბლიოთეკის საზოგადოების ბინაზე გადმოტანა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის გამგეობის განყოფილების თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის საკომისიოდ გაგზავნის ან 100 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ივანე ავალიშვილის თხოვნა ამ თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. გამგეობამ მისი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დატოვება გადაწყვიტა და თვიურად 9 000 მანეთი დაუნიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს დაავალეს, თბილისის განყოფილების მუშაობის განსაახლებლად და ახალი გამგეობის ასარჩევად სექტემბერში განყოფილების წევრთა საზოგადო კრება მოეწვია.