ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „პასუხის პასუხი უფ. ჩლენს კომიტეტისას თავადს ნიკოლოზს აბაშიძეს“ გამოქვეყნდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამრევლო სკოლების მასწავლებლები, რომელთაც თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული, ქართველ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას ვერ მისცემდნენ, თუ დედათა სასწავლებელში ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმობოდა ქართული ენის სწავლებას.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის მაზრაში სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ყვავილის, გავრცელებასთან დაკავშირებით გუბერნიის ადმინისტრაციამ იმ პირთა რიცხვი გაზარდა, რომელთაც მოსახლეობის აცრა ევალებოდათ. მათ ადმინისტტრაციამ სამოცი მანეთი ხელფასი დაუნიშნა და სახელმწიფო გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე სურამის მოსახლეობისთვის რკინიგზის სადგურის გაუქმებით შექმნილ პრობლემებზე წერდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში” ს. ზაქარიძის ფსევდონიმით სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ძველ-ახალი ამბები” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა სერგეი მესხის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა ქალი ავტორების კრებულზე „თარგმანი საამო საკითხავთა თხზულებათა. გამოცემული ქართველი ქალებისაგან. წიგ. პირველი. თფილისი, 1872წ.”.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 დეკემბერს გორის მაზრის სოფელ ვანათში ჯარში ახლადგაწვეულმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ჯარისკაცის ფიცი დადეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 22 ივნისს გაზეთ „დროებაში“ კონსტანტინე ყიფიანის კორესპონდენცია „დ. ონი (რაჭა), მაისის 29“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნის“ მეექვსე შესწორებული გამოცემა 14000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით ნიკოლოზ დადიანის კორესპონდენციისა „სამეგრელოდამ“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა თედო სახოკიას „მოგზაურობანი − გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950-51 წლებში გამოქვეყნდა თედო სახოკიას პირველი ტომი კრებულისა „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წლის 2 მარტს სამეგრელოს სოფელ ხეთაში დაიბადა თედო ტიმოთეს ძე სახოკია.

1956

ტიპი: გარდაცვალება

1956 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა თედო ტიმოთეს ძე სახოკია.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის შესახებ ზემო-ქართლელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ყიფიანის კორესპონდენცია „ზემო-ქართლი, ივნისის 21-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ მშობლების მიერ შევიწროებული ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის შესახებ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მშობლებს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „პატიოსნობა და უპატიოსნობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „ხალხში როგორ უნდა მოვფინოთ ქართული წიგნები?“

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ კულაშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი „მიცვალებულის დასაფლავება იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო ლექსების შეკრება“ ხალხური ზეპირსიტყვიერი პოეზიის გამოცემის აუცილებლობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის „საზაფხულო ფელტონი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ძლიერი და სუსტი ერი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ჩვენი განათლება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 2 ივნისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, მაისის 16“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ ქვემო ქართლში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნდა ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გერგერიდამ“.