რეგისტრირებული ფაქტები48943
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ძმა, ნოე რამიშვილი, რძალი მარიამ ქაიხოსროს ასული და ძმისწულები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები იუწყებოდნენ, რომ ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილს 5 მარტს, საღამოს 5 საათზე კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოდან გამოასვენებდნენ თბილისის სადგურზე. მიცვალებულს დაკრძალავდნენ 7 მარტს, სოფელ ქვემო სურებში ახლად გარდაცვლილი მამის, ბესარიონ რამიშვილის გვერდით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ნოეს ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის ძმისწული იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. ალშიბაიამ ზუგდიდის სამკითხველოს 50 ქართული და რუსულენოვანი წიგნი შესწირა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბენიკო ნოეს ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ძმა იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა დ. ჯინჭარაძემ, ამბაკო კიღურაძემ, ლ. ი. მარგალიტაძემ, ი. ბ. ყანჩაველმა, ს. ს. მგელაძემ და გ. ქ. თოიძემ სოფელ აცანის სამკითხველოსთვის ფულადი შემწეობა გაიღეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში მაკრინე ქაიხოსროს ასული ამირეჯიბისა და ელისაბედ ბაქრაძის მიერ ყულაბით შეგროვებული 26 მანეთი და 63 კაპიკი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასამართლომ განაახლა საფინანსო კომისიის წევრის, ი. ა. თაიროვისა და ილია წამალაშვილის საქმის განხილვა, რომელიც ვერისუბანში მდებარე მიწის სადავო ნაკვეთს შეეხებოდა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თელავის სამოქალაქო სკოლის ღარიბი შეგირდების დამხმარე საზოგადოების გამგეობამ მეჯლისი და ლატარია ალეგრი გამართა. მათ შემოსავლიდან რვა თუმანი საზოგადოების გამგეობას გადასცეს და ოთხი თუმანი რუსეთში მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობას გაუგზავნეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს ოჩამჩირის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ვაჭარ ფარნა დავითაიას საჩივარი ადგილობრივი პროპორშიკის ცოლის, მარიამ ჩაჩავას წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ცილისწამებაში სდებდა ბრალს. მოსამართლემ მარიამ ჩაჩავას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქმის განხილვა 14 ივლისისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სპირიდონ ბეჟანის ძე ქავთარაძემ, ბ. ყ. მამალაძემ, მ. ს. ნიკოლაიშვილმა, ზ. მ. გვალიამ, გ. გ. ქველაძემ, პ. გ. ურუშაძემ და გ. ბ. კვაჭანტირაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ გაითვალისწინა თბილისელი მეტივეების ვექილის შუამდგომლობა და გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული ტივები მეპატრონეებს დაუბრუნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გ. დ. აფხაზმა სოფელ სადახლოში სკოლის მოსაწყობად თავისი მამულის ნაწილი დათმო, ხოლო მაღალაშვილების მამულის მოიჯარე ლ. პრესმანმა საამშენებლო სამუშაოებისთვის ასი ფუთი გამომწვარი კირი გაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. ი. მაჭაროვისამ, ნ. ნ. ბერეჟანიასამ და თ. გ. თოთიბაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ შემოქმედის სამკითხველოს გამგის, ხარიტონ ჩხატარაიშვილის სამადლობელი წერილი მიხეილ ნიკიფორეს ძე მახარაძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 7 მანეთის ღირებულების მაგიდის საათი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის უფასო სამკითხველოს გამგის, გ. კურტანიძის სამადლობელი წერილი ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისადმი, რომელმაც სამკითხველოს დასახმარებლად ქუთაისში 20 მანეთი და 80 სასაჩუქრე წიგნი შეაგროვა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავი და სამკითხველო დაარსდა, რომლის გამგედ ერმალოზ ყარანგოზიშვილი დაინიშნა, ხოლო წესდების შემუშავება აბელ იაშვილს დაევალა.