რეგისტრირებული ფაქტები52142
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი, გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრებაზე საგანგებო სხდომა ქართული კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით დაინიშნა 18 იანვარს 12 საათზე ქართული სამუსიკო საზოგადოების სკოლაში, პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ განათლების სამინისტროსა და კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო თათბირი ქართული კონსერვატორიის დაარსების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლის საიუბილეო „დილას“ ხელმძღვანელობდა ელო ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე შეხვდა საბერძნეთის კონსულის მოადგილეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მთავრობის დადგენილებით, იასონ ბაქრაძე დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად „კოსმოს ლიმიტედის“ ფირმასთან თამბაქოს სარეალიზაციოდ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N 3, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“, ტიციან ტაბიძის „ფატმან-ხათუნი“, შალვა ამირაჯიბის „მწვანე კაკადუ“, ვალერიან გაფრინდაშვილის „ზამთრის დაისის გასვენება“ და „შენიშვნები ლირიკაზე“, კოლაუ ნადირაძის „ყალბი ავტობიოგრაფია“, ნიკოლო მიწიშვილის „სამგლოვიარო მარში“, რაჟდენ გვეტაძის „სევდის ფარმანდი“, შალვა კარმელის „ბოდლერის ოფორტი“, სანდრო ცირეკიძის „მოზაიკის ღვთისმშობელი და სათაური პოეზიაში“, სერგო კლდიაშვილის „ევა ტაძარში“, დია ჩიანელის „სევდიანი ფრაგმენტი“, ყდის გაფორმება ეკუთვნოდა ლადო გუდიაშვილს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოფიცერ ბაგრატიონ-დავითაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კორნეტ ჯორჯაძეს იცავდა ნაფიცი ვექილი იასე ბარათაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე რომ ყოფილიყო, გაოცდებოდა რაოდენ დიდი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მისი პროზაული მეუღლე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე, მთელი დღე ბედნიერი ხალხის გარემოცვაში იყო. ქუჩაში გასვლისას ხალხმა მხრებზე შეისვა და ველური სიხარულით მიარბენინეს თავის მანქანასთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.