ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, გიმნაზიის ხელმძღვანელობა იაკობ ფანცხავას დაუბრკოლებლივ აძლევდა თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრების ნებართვას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს, ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი სპირო დაჟინებით სთხოვდა კათედრაზე დარჩენას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა პროფესორ სპიროს შეთავაზებაზე ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სამუშაოდ დარჩენის შესახებ, რადგან საქართველოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ დადიანი იყო ცნობილი მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ დადიანი იყო შალვა დადიანის მამა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პროფესორი ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისში იმყოფებოდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემას აპირებდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის ფელეტონი „ორიოდე ლექციაზედ დასწრება ყაზანის უნივერსიტეტში“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 14 მაისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში „ძველი ქართული წიგნების გამოცემაზე” საუბარია ნიკოლოზ ბერძენიშვილის, გიორგი წერეთლისა და პეტრე უმიკაშვილის თაოსნობით გამოცემული დავით გურამიშვილის „დავითიანის” შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ახალციხის მკვიდრმა ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისამ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო ახალი ქართული წიგნებისა და გაზეთების რეალიზაციაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „ბატონი და ყმა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს თბილისში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრება გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში ალიოზ შიხინოვის ხელმძღვანელობით კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე წმ. ანას მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან გუნიასთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსიის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა შრაპნელის ტყვიით, განკურნების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიმიტრი მელაძის კორესპონდენცია „მადლობა მასპინძლობისთვის“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქიზიყელი სოკრატის ფსევდონიმით დიმიტრი ნადირაძე-მაჩხანელის კორესპონდენცია „სასოფლო-საზოგადო დეპო-ბანკის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის ცენტრში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ და ისიდორე ივანეს ძე რამიშვილმა სოფ. აკეთში გურიის სახალხო წიგნთსაცავი დააარსეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ზარაფიშვილის მიერ თელავში 1896 წელს დაარსებული ქალთა ამხანაგობა ორ ნაწილად გაიყო და თითოეული განაყოფი ქალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი სვიმონ სვიმონიძე დაბა სურამში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას აპირებდა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი მიიღებდნენ მონაწილეობას.