ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ივანე გაბრიელის ძე თულაშვილი, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი, დავით ნიკოლოზის ძე თუმანოვი, რუბენ აფქარის ძე იოანისიანი, ალექსანდრე ივანეს ძე კაზაკოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი, ფრიდრიხ კარლის ძე ჰეინი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ალექსი ივანეს ძე ხატისოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს არტემ სტეფანეს ძე ფირალოვი, ალექსანდრე ივანეს ძე ფლორენსკი, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვი, ივანე იგორის ძე ფსაროვი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ღარიბი ქართველი სტუდენტების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ხორო, რომლის ლოტბარი იყო ზაქარია ფალიაშვილი.

1881

ტიპი: თანამდებობა

თეოფილე ხუსკივაძემ 1881 წელს დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ხშირად წერდა რეცენზიებს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ საზოგადოებას ხონის თეატრის მოკლე ისტორია გააცნო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს დუტუ მეგრელმა სიკვდილისგან გადარჩენისთვის მადლობის გამოსახატად იაკობ ბარდახს თავისი ნაწერების კრებული მიართვა.

1894

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი კარგად იცნობდა ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოდესიდან დაბრუნებულ დუტუ მეგრელს პეტრე გელეიშვილმა ურჩია, ამიერკავკასიაში გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნაზე შეეტანა განცხადება.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ყოველთვიური 40 მანეთი „კვალის“ რედაქციაში მუშაობის სანაცვლოდ, არასაკმარისი იყო დუტუ მეგრელისა და დედამისის სარჩენად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო უარი უთხრა გიორგი წერეთელს გაზეთ „კვალში“ მუშაობაზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთ „კვალის“ სარედაქციო სამსახურში მუშაობისთვის გიორგი წერეთელმა დუტუ მეგრელს 40 მანეთი შესთავაზა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილი მოსკოვში გადავიდა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის პირველი მოთხრობა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სოლომონ მორბელაძე“.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს დავით კლდიაშვილმა ცოლად შეირთო მარიამ მაჭავარიანი.