რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ-სანიტარული განყ-ის გამგე ვ. ლაშხაური თელავის მაზრაში გაემგზავრა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ადგ. ორგანიზაციების მოსაწყობად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრები: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეზე მზრუნველობის ოფიციალურად გადაცემას სთხოვენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 სექტემბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა რწმუნებულმა სერგეი კიროვმა ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა ნოტა საქართველოს მუშათა დელეგაციის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს ნებართვა სთხოვა ყოფილი მასწავლებლისთვის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთჯერადი დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა. მან სამინისტროს სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ამონაწერიც გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლის მ. ჩხეიძის განკარგულებით, ნაცვლად რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, ოლღა ჭავჭავაძის მეურვეებად დაინიშნენ: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქაღალდის უქონლობის გამო იოსებ ავალიშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემა დროებით შეაჩერეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიეცა ორი თვის ვადით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა თვიური სტიპენდიის 3 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის ქართული სკოლის შესანახად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის რაიონის კოოპერატივთა კავშირ „კონას“ თხოვნა 400 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდებად უდგებოდა კოოპერატივის ბანკი. გამგეობამ ერთი თვის ვადით 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.